"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დღეს თბილისის "დინამო" გასვლით შეხვედრაში "პაიდეს" დაუპირისპირდება.

ქართულ გუნდს საშინაო ასპარეზზე 2:3 აქვს წაგებული და დღეს აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თქვა:

"ფეხბურთია... თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით... ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს...

პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი
არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ვფიქრობ, აქაც ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც კარგ ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენ უფრო ლაღადად და მშვიდად ვითამაშებთ, ვიდრე სახლის მატჩში, რომელსაც თავისი დაძაბულობა ჰქონდა და წნეხი ჩვენზე მოქმედებდა. 

მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.

წნეხი აღარ გვაქვს... მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო... ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ... ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ...

"დინამოს" თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია... ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ინტელექტის პრობლემაა ქართულ ფეხბურთში მწვრთნელმა ისე გამოლანძღა თავისი ფეხბურთელები ისე უწოდა მშიშრები რომ ვერც კი მიხვდა. ისე, სხვათაშორის, იგივეს იძახდა არარატ-არმენიასთან წაგებული მატჩის შემდგომ.
იბერია
23:53 14-07-2022
0
ხალხი არ მიდის და მოდით,დაგვეხმარეთო!მიდის და თქვენ დანახვაზე ფეხები გვიკანკალებსო!ასე თამაშს სულ არ თამაში და ხელფასის ისე გაცემა ურჩევნია ფიფიას.ხალხი მაინც აღარ შეაგინებს.არ მინდა რაღაცა ისე ვთქვა,მაგრამ რაღაცას რომ ამბობთ,აზრი მაინც ხომ უნდა დაატანოთ!ან რა იმდენი ხალხი იყო,რომ შეგშინებოდათ.პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და ეზო მრუდეაო,ისე გამოდის.დღეს 1500 კაცი იქნება,ყველა მათი გულშემატკივარი და იქნებ იმათაც ხელი შეუშალონ. იქ მაინც გააკეთეთ რაღაცა,ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით.
სოსო
19:41 14-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული