ასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

AutoSharing Option
"შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს" - ესაა ამონარიდი ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩის შემდგომი წერილიდან. ქართული კლუბის შესრულებით დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ემოცია და შეტევა ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს იშვიათად რომ ხდება, არადა, დეჟა-ვუს (უკვე ნანახი) განცდას ტოვებს. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მიუტევებელი შეცდომები და მისგან გამოწვეული მარცხი გვინახავს. მხოლოდ ფეხბურთელები? მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, ბათუმელებმა "გენო პეტრიაშვილი" გაიმეორესო. მოჭიდავე ხომ ოლიმპიადის
ფინალის უკანასკნელ წამებზე, დრამატულად დამარცხდა.

მარტივი და რთული

ძალიან მარტივია, წაგება და კონკრეტული ეპიზოდი რომელიმე მოთამაშეს დააბრალო და მარცხი ასე ახსნა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, პრობლემა ყოველთვის უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ თქვა, რაც მეტ კუთხურს მოვაწვდიდით, ვიცოდით, ერთხელაც გავიტანდითო. ჩვენი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კი არა, ყველამ იცის, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენი სუსტი წერტილია. ამ დროს კი თამაშის დამთავრებას ბევრი არაფერი რომ არ აკლდა, ბურთი კარის ხაზზე უმიზეზოდ გადავაგდეთ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, შემდეგ კი რაღაც საოცარი განლაგება გვქონდა, რაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მაშინვე იგრძნო. და მაინც, ზემოაღწერილი ეპიზოდის ყველა დეტალში მთავარი პასუხისმგებლობა მეკარეზე მოდის. შეცდომა ბევრ კიპერს დაუშვია. მთავარია, ლაზარე კუპატაძეს მასზე როგორი რეაგირება ექნება. ახლა ის რთული მდგომარეობაშია, თუმცა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს და სტაბილურობას მიაღწიოს.

Sportall.Ge

რატომ არ გვეყო რესურსი?

გია გეგუჩაძემ მარცხის მიზეზად ძალებისა და რესურსების გამოცლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს, ბოლო პერიოდში გუნდის სათადარიგოთა სკამი მხოლოდ მცირდებოდა. დაცვის ხაზზე მივუთითებდით და აღმოჩნდა, რომ შეტევაში ზურიკო დავითაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა.

მატჩის წინა დღეს ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილის წასვლის მაგალითზე თქვა, უფრო ძლიერი ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლები ვართო. ეს კიდევ ერთი დილემა და რეალობაა, რომელიც ქართულ კლუბებს უდგათ. ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე გამოსვლას აგრძელებს, მაგრამ ყველამ ვიცით, იგივე დავითაშვილისა თუ აზაროვის მიმართ სატრანსფერო ინტერესები რომ არსებობს და გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლას ისევ ვნახავთ. რესურსი უფრო დიდი გვექნებოდა, ქართულ კლუბებში კაშიასა თუ კანკავას დონის ფეხბურთელების სტაბილურად დაინტერესებას რომ ვახერხებდეთ, რომელთაც ბათუმში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.

მწვრთნელთა დუელი

ვლადიმირ ვაისს (რომელიც მართლაც კარგი ადამიანია, რაც პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა) გარკვეული ცოდნა საქართველოს ნაკრებშიც გაუღრმავებია, მათ შორის, სწორი ცვლილებები და თამაშის სცენარის შეცვლა. ყველანაირი ლოგიკით, სომეხ ბარსეგიანს სასტარტოში უნდა ეთამაშა, სლოვაკმა სპეციალისტმა კი მის კარგ ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიაზე აქცენტი იმ დროისთვის შემოინახა, როცა ქართველი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იქნებოდნენ, სასტარტოში თამაშის შანსი კი ჩაკვეტაძეს მისცა. ამან შედეგი გამოიღო. მაინც აუხსნელია ირაკლი აზაროვის მოედნიდან გაყვანა. რა თქმა უნდა, ის დაღლილი იყო, თუმცა ზემოხსენებულ ბარსეგიანს ამოსუნთქვის საშუალებას მაინც არ აძლევდა. ამას სანდრო ალთუნაშვილის ცვლილებაც დაერთო, ბათუმელებმა კი ბურთი დაკარგეს და მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს. გუნდს დაღლილობა ძალიან დაეტყო და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.

Sportall.Ge
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებსა და ძლიერ მხარეებს კარგად აკონტროლებდა. ვაისმა ტაიმების  დასაწყისში აქტიური პრესინგი შემოგვთავაზა. ზემოთ კაშიას კუთხურზე ნათქვამი დავწერეთ. ისიც, რომ ბათუმელებს მეტოქის კართან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება არ მოუპოვებიათ, რისი შესრულებაც მამუჩაშვილს მშვენივრად გამოდის, ესეც სლოვაკთა ერთგვარი ტაქტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა იყო ერთი ეპიზოდი - სტადიონიდან ნაკლებად, ვიდეოგამეორებაზე კი კარგად გამოჩნდა, შეხვედრის პორტუგალიელ არბიტრს სლოვაკთა კარში პენალტის დანიშვნა რომ შეეძლო.

რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ვისაუბრებთ, მსაჯის შეცდომებზეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გარკვეულ ლოგიკურ წერტილამდე მივყავართ.

შემდეგი ნაბიჯი

ფაქტია, ახლა მთელი ყურადღება კონფერენს ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც სერიოზული მეტოქე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" გველის. იქ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. ბათუმელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, საკადრო რესურსი უნდა გაიზარდოს. გუნდი განაცხადის სრულფასოვნად შევსებას ვერ ახერხებს, პრობლემური ადგილები კი არის, რაზეც მანამდეც აქტიურად მივუთითებდით. პირველ მატჩს 21 ივლისს, სტუმრად გავმართავთ, განმეორებითს კი - 28 ივლისს, ბათუმში.

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

მკითხველის კომენტარები / 27 /
საქარტველოს ფეხბურტის დონე აიწიაო ისეტი ხალხი იზახის გაგიკვირდებატ ვაი და უი ტქვენ ფეხბურტის დამგუპელებო ტქვე..............
kaka
15 ივლისი 2022 10:56
1
მე ვფიქრობ სლოვანი საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდი იყო მარტო ჯაბა კაშია და ვაისი რა მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან ფენერცვაროშთან ვნახავთ ამ გუნდის სიძლიერეს უბრალოდ ბათუმმა ისე მაგრად ითამაშა სლოვანი სუსტი გამოჩნდა არ არი ესე მაგარი გუნდი გვყავს ბათუმის დინამო
Soso
15 ივლისი 2022 05:05
0
არაუშავს, ბათუმი როგორც გუნდი და პროექტი უკვე წარმატებულია და მეტი და მეტი წარმატება მოვა დროსთან ერთად. სიტის დაუქამბექეს 3 წუთში ბოლობოლო, ბარსას გაუტანეს ანალოგიური ბავშური გოლი ბოლო წუთზე, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მთავარია გაგრძელდეს პროგრესი, დაიმატონ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვლენ და კარგად ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ სკამიდან გაძლიერების საშუალება საერთოდ არააქვს გეგუჩაძეს, ნავალოვსკის ღრიალის გარდა სხვა მოვალეობა აქვს რამე?
nedved
14 ივლისი 2022 21:55
4
Qartuli vachrebis saklubo pexburti gaparchakebuliiiiiiiiiiiiiiiiiii
Gio
14 ივლისი 2022 18:17
4
რა წარმატებები მოდის გამოცდილების მიღების შემდეგ? ჩამოდიან პირდაპირ ბრაზილიიდან ვიღაც ტიპები და ყარაბაღის მსგავს გუნდებში პირდაპირ შედეგს დებენ. კლასი უნდა ამას კლასი და რაც გინდა ბევრი მწარე გამოცდილება მიიღო - არ გამოდის არაფერი თუ ეს ოხერი კლასი არ გაქვს. შარშან თურქულ კლუბთანაც მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გამოგვადგა? ესეც, რომ არ იყოს, მიდიან ეს უკვე ,,გამოცდილება მიღებული'' ფეხბურთელები და იღე ყოველ წელს ახალ-ახალი ,,გამოცდილება'' რამდენიც გინდა... მოკლედ რაცა ვართ ესა ვართ
ლევანი
14 ივლისი 2022 16:13
1
რატომ არავინ არწერთ გასულ წელს ბოლო წუთებზე გაშვებულ ორ გოლს ბატესთან და თურქულ კლუბთან ბათუმში, არც ის თამაშები იყო წასაგები მაგრამ ეგრე გავუშვით.
მ.მ
14 ივლისი 2022 15:39
0
ყველა კლუბი აგებს და შეცდო.ებზე სწავლობს.
არა უშავს ბიჭებო. მთაცარია ამ მარცხისგან გაკვეთილი ისწავლოთ და გაგაძლიერონ
ვანჩოპე
14 ივლისი 2022 15:29
6
ჩვენ ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ, შარშან იყო თურქული კლუბის გამოცდილება და ვისწავლეთ რამე?
ნოდო
14 ივლისი 2022 16:08
2
როცა კუთხურს აწვდის მოწინააღმდეგე გუნდი ძელთან კაცი არუნდა იდგეს??? რომ მოაშიშვლეთ კარები იმიტომაც ჩაგიხვიეს ბურთი კუთხურიდან,
მე-14 სკოლა
14 ივლისი 2022 14:18
1
ასეთი შეგნებული წაგებების გამოა მაყურებელიც რომ აღარ დადის სტადიონზე
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
14 ივლისი 2022 14:10
23
რა შენგნებული ბიჭო, ცრემლები ვერ შეაშრეს ფეხბურთელებს და პრეზიდენტს. ასეთ უვიცობას და სისულელეს როგორ წერ.
!!!
14 ივლისი 2022 14:36
5
პენსიონერები,რომ გიზით სათადარიგოთა სკამზე და გამორეკეთ გუშინ ბოლო წუთებზე აი მიზეზიც ეგაა! წინა ძელთან კუთხურის დროს ვინმე რომ უნდა იდგეს ეგ ფეხბურთზე ახალი მისულები როცა იყავით მაშინ გასწავლეს! რამდენჯერ დაგენანათ პასის გაცემა უკეთეს პოიციაზე მყოფი თანაგუნდელისთვის?
ზურა
14 ივლისი 2022 14:09
1

სიახლეები პოპულარული