"დილამ" "კუპსს" ვერ სძლია და გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი "დილასა" და "კუპსს" შორის 0:0 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა ფინურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - კუპსი 0:0

დილა: კანევცევი, სანტოსი, ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, მოსიაშვილი (მადინგა 69), გაგნიძე, ღუდუშაური (გალე 54), სპანდერაშვილი, გომისი (ლომთაძე 75)

კუპსი: კრეიდი, ტოივომაკი, რიკარდო (ჰაამალაინენი 26), ტომასი, უზოჩუკვუ, პოპოვიჩი (ჰაარალა 6), დალსტრიომი, კარილო, ბისპო,ანტვი, ვაირინენი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
საბურთალომ ძირითადი დრო 1-0 დაასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა.იქნებ რაღაცა გამოუვიდეთ.
სოსო
15 ივლისი 2022 00:17
0
ქართული საკლუბო ფეხბურთისგან შედეგს არ უნდა ველოდოთ, რადგან 3-4 ათას დოლარიანი ხელფასით ფეხბურთელი, ეს სამოყვარულო დონეზე დაბალი რანგია, ამიტომ საქართველოს ფეხბურთი მე ასე წარმომიდგენია: ძლიერი საფეხბურთო აკადემიები და კარგად განვითარებული ასაკობრივი გუნდები და ნაკრებები, რომლებიც ოსტატდებიან 20-22 წლამდე საქართველოში, შემდეგ კი ან ხდებიან იმ დონის ფეხბურთელები, რომლებიც კარიერას აგრძელებენ საზღვარგარეთ ან მიდიან სახლში. საზღვარგარეთ მოთამაშეთაგან კი კარგი ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს. დილამ 7 საზღვარგარეთიდან მოწვეული ფეხბურთელი ათამაშა, გორელებო ვის ბალელშიკობთ? ამათ არ ჯობია ჩვენ ახალგაზრდობა თამაშობდეს და ოსტატდებოდეს? რა ამბავია ერთ თამაშზე 7 მოწვეული ფეხბურთელის თამაში? სად იყურება ფედერაცია? აუცილებელია დაწესდეს ცენზი და ერთ თამაშზე მაქსიმუმ 3 მოწვეული ფეხბურთელის თამაში უნდა დაუშვათ შეცვლებიანად.
ჟორა გაბრიჭიძე
14 ივლისი 2022 23:36
19
რა 3-4 ათასი დოლარი, გაუბერე რა , საქართველოა გამოფხიზლდი, მაგ ლოგიკით მე და რა მარტო მე რამდენიმე ათეული ათასი დოლარი უნდა გვქონდეს ხელფასი, ბევრი პროფესიაა გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ფეხბურთელს იმის ფუფუნება მაინც აქვს რომ ცოტა თავი გამოაჩინა უპრობლემოდ მიდის განვითრებულ ქვეყანაში და გაცილებით დიდი ანაზღაურება ექნებად, სხვა პროფესიებით იქ მოხვედრა კი გაცილებით ძნელია, თან ქვეყანას ვის უნდა დავუტოვოთ.
გუსანი
15 ივლისი 2022 10:53
1
ამ აკადემიებზე ისე წერთ, თითქოს მწვრთნელები გვივარგოდეს. ვინ გაზრდის ტალანტებს მაგ აკადემიებში?
ძლიერი აკადემია, ძლიერი კლუბის გარეშე არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროპასთან. ისე, რომ ქართველ ტალანტს, თვითონ შეეძლოს უცხოურ აკადემიებში წასვლა.
არ მჯერა მე, ამ მახინჯი სისტემის ფარგლებში, ბავშვთა ფეხბურთის და აკადემიების განვითარების.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
15 ივლისი 2022 07:46
1
ყველა გამოხმაურება
vse daasrules legionerebma mogvaceoba:))))
duscatto
14 ივლისი 2022 23:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული