"დილამ" "კუპსს" ვერ სძლია და გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი "დილასა" და "კუპსს" შორის 0:0 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა ფინურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - კუპსი 0:0

დილა: კანევცევი, სანტოსი, ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, მოსიაშვილი (მადინგა 69), გაგნიძე, ღუდუშაური (გალე 54), სპანდერაშვილი, გომისი (ლომთაძე 75)

კუპსი: კრეიდი, ტოივომაკი, რიკარდო (ჰაამალაინენი 26), ტომასი, უზოჩუკვუ, პოპოვიჩი (ჰაარალა 6), დალსტრიომი, კარილო, ბისპო,ანტვი, ვაირინენი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
საბურთალომ ძირითადი დრო 1-0 დაასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა.იქნებ რაღაცა გამოუვიდეთ.
სოსო
00:17 15-07-2022
0
ქართული საკლუბო ფეხბურთისგან შედეგს არ უნდა ველოდოთ, რადგან 3-4 ათას დოლარიანი ხელფასით ფეხბურთელი, ეს სამოყვარულო დონეზე დაბალი რანგია, ამიტომ საქართველოს ფეხბურთი მე ასე წარმომიდგენია: ძლიერი საფეხბურთო აკადემიები და კარგად განვითარებული ასაკობრივი გუნდები და ნაკრებები, რომლებიც ოსტატდებიან 20-22 წლამდე საქართველოში, შემდეგ კი ან ხდებიან იმ დონის ფეხბურთელები, რომლებიც კარიერას აგრძელებენ საზღვარგარეთ ან მიდიან სახლში. საზღვარგარეთ მოთამაშეთაგან კი კარგი ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს. დილამ 7 საზღვარგარეთიდან მოწვეული ფეხბურთელი ათამაშა, გორელებო ვის ბალელშიკობთ? ამათ არ ჯობია ჩვენ ახალგაზრდობა თამაშობდეს და ოსტატდებოდეს? რა ამბავია ერთ თამაშზე 7 მოწვეული ფეხბურთელის თამაში? სად იყურება ფედერაცია? აუცილებელია დაწესდეს ცენზი და ერთ თამაშზე მაქსიმუმ 3 მოწვეული ფეხბურთელის თამაში უნდა დაუშვათ შეცვლებიანად.
ჟორა გაბრიჭიძე
23:36 14-07-2022
19

სიახლეები პოპულარული