
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ სტუმრად „კუპსთან“ 0:2 დამარცხდა.
თამაში თანაბარი იყო, მომენტები ბევრი არ შექმნილა. 32-ე წუთზე "კუოპიო პალოსუერა" ლატვიელმა ლეგიონერმა იკაუნიეკსმა დააწინაურა, კომპენსირებულ დროში კი ვაირინენმა პენალტით მეორე გოლი გაიტანა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს გორში გაიმართება.
კუოპიო. „კესკუსკენტან ტეკონურმი“
კუპსი - დილა 2:0
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (32), 2:0 ვაირინენი (90+1, პენ)
კუპსი: კრეიდი, ტოივომაკი, რიკარდო, ტომასი, კარილო, უზოჩუკვუ, ბისპო, პოპოვიჩი (დალსტრიომი 76), ანტვი, იკაუნიეკსი, ვაირინენი
დილა: კანევცევი, ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, ვანდერსონი. მოსიაშვილი (მადინგა 74),
სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (გალე 74), კაპანაძე (სპანდერაშვილი 86), გომისი (დრამე 61)