"ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.
არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას.
მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.
ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას."
სამშობლო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" - sportall.ge ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს
ხვიჩასავით რომ აკეთებდნენ თავის საქმეს კარგად იქნებოდა ჩვენი სამშობლო!
ხვიჩას გულზე უყურებთ ამ ფეხბურთს და ესეც არ აგვაძულოთ
რა გულისამრევია ეს ყველაფერი. ამ ყველაზე სუფთა ადამიანს რომ შეეშვათ არ გინდათ?
აგინებენ რეიტინგის გამო მერე ესენი აქებენ ასევე რეიტინგის გამო. ფუ მართლა რაა!!
ყველაფერი როგორ შემაზიზღეთ ამ ქვეყანაში.
ხვიჩას ადილას რომ ვიყო საერთოდ არ გამოვიხედავდი აქეთ. კიდევ კარგი ჩემნაირი ხასიათი არ აქვს და ძლიერია :)