"ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი..." - ჯანო ანანიძე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ აურზაურს გამოეხმაურა.

"წარმოუდგენელი იყო ამ თემისთვის გვერდი ამევლო და უბრალოდ ისე გამეტარებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს პოსტი ჩემს მეგობარს და უმაგრეს ადამიანს, კვარას ეხება. უფრო ზუსტად კი, კვარას ნაკლებად, რადგან მას არც ადვოკატი სჭირდება და არც განსაკუთრებული მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ისევე, როგორც მისი ოჯახი, გამორჩეულია ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით.

აი, ვინც მას ლანძღავთ კი, გულწრფელად გეტყვით. კვარას ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ არცერთი, რადგან თქვენი მთელი
ცხოვრების მანძილზე თითი თითზე არ დაგიდიათ ქვეყნისთვის და მხოლოდ ჭორაობის, ღვარძლისა და ბოღმის ხარჯზე ცდილობთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. ეტყობა, ჩრდილში მოექეცით და ახლა ამ თემით ცდილობთ თავის გამოჩენას.

გაშიფრულები ხართ თავიდან ბოლომდე. კვარას ლანძღავთ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის. არც მისი სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის და მით უმეტეს, არც საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ - მე, ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში მაქვს გატარებული. თქვენ, ღვარძლით და ბოღმით სავსე ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი და ამ შემთხვევაში აკეთებს ხვიჩა.

ვერც ვერასოდეს მიუახლოვდებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ამის ბოღმა გახრჩობთ. ეგრე განაგრძეთ. ყველამ იცის, ვინც ხართ და რასაც წარმოადგენთ. ამიტომ, რაც, როგორც, რამდენიც, რაზეც და რა ზომაც არ უნდა ატეხოთ, სულ იცოდეთ, რომ სპორტსმენებთან შედარებით, ყოველთვის მეასეხარისხოვნები იყავით, ხართ და იქნებით."


მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯანო ლეგენდა და საოცრად მაგარი კაცი!!!!!!!!!!!!
lebron
12:05 18-07-2022
2
კიდევ ერთხელ დადო ქართული სული და გული !!!იხარეთ ორთავემ თქვენ ახლობლებთან ერთად !!! და მაგათ ზე ნერვებს ნუ აიშლით …მაგათთვის ყველაზე უარესი ის არის რომ დაიკიდებთ და ყურადღებას არ მიაქცევთ …რა აზრი აქვს რას იტყვის ის თუ ეს არარაობა !!!!
აბა რაა
11:30 18-07-2022
1

სიახლეები პოპულარული