"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

AutoSharing Option
აჩი არველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" იყო სტუმრად. საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლაზე.

ბათუმის "დინამოზე"

ბათუმის "დინამო" ძალიან კარგად თამაშობს და შარშანაც ღირსეულად იასპარეზა, გასულ სეზონში 3 წრე გაიარა არც ისე მარტივ მეტოქეებთან. წელსაც ყველანი ვთვლიდით, რომ ვაისის გუნდი ძალიან უხერხული მეტოქე იქნებოდა. ვფიქრობ, "დინამომ" "სლოვანს" აჯობა და გული დამწყდა ასეთი თამაშის ფონზე, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. შეტევაშიც და დაცვაშიც ბათუმელები უკეთ გამოიყურებოდნენ. არა მგონია, ეს წაგება გამოუცდელობის ბრალი ყოფილიყო. რაც
შეეხება კუთხურის ეპიზოდს, მსგავსი ფაქტი შეგვიძლია "ბარსელონასა" და "ლივერპულის" დაპირისპირებიდან გავიხსენოთ. ესპანურ კლუბს გამოცდილებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ მოხდა.

თბილისის "დინამოს" მარცხზე

მიზეზის გამონახვა ძალიან მიჭირს. პირველ თამაშში 3 გოლის გაშვება, ალბათ, მეკარესა და დაცვას უნდა დავაბრალოთ. მიუღებელია, სახლში ასეთი სუსტი გუნდისგან გაუშვა ამდენი გოლი. ადრე შეიძლებოდა მეთქვა, რომ მენეჯმენტში პრობლემები არსებობდა, თუმცა წელს ძალიან იმედიანად ვიყავი. პირველ რიგში, კახა ცხადაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო. ვიცი მისი უნარები, სამწვრთნელო ხარისხი და გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველოდი. საბოლოო ჯამში, არასტაბილური თამაშისა და შედეგების გამო კახა წავიდა გუნდიდან. ჭიაბრიშვილზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, ვიცით მისი გამოცდილება, საფეხბურთო გემოვნება და სამწვრთნელო თვისებები. გასაგებია, რომ ახლახან ჩაიბარა კლუბი, თუმცა "პაიდესთან" მარცხის გამო, ალბათ, უმწვრთნელოდაც და მწვრთნელითაც ყველა ერთად დამნაშავენი არიან. ვფიქრობ, საჭიროა ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა, რადგან თბილისის "დინამოა", რომელსაც ყველანაირი პირობა გააჩნია, რომ უკეთესი ლეგიონერები ჰყავდეს. ასევე მიმაჩნია, რომ "დინამოში" საუკეთესო ქართველები უნდა თამაშობდნენ.

"საბურთალოს" გამარჯვებაზე

ვუყურე მათ თამაშს და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მთელი მატჩის განმავლობაში "საბურთალო" აქტიურობდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, ჩემპიონატში და პირველ თამაშში ნაჩვენები თამაშის შემდეგ რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ. ვულოცავ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ საინტერესო ორშეხვედრიან დაპირისპირებას ვიხილავთ.

ზურიკო დავითაშვილზე

გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, რომლებიც ზურიკოს გააჩნია, უნდა აღინიშნოს ფიზიკური მომზადებაც. 104-ე წუთზე მსგავსი გოლის გატანა არ არის მარტივი. ურთულესია, დატოვო საქართველო, შემდეგ უკან დაბრუნდე და იგივე მოტივაცია შეინარჩუნო. "ბათუმმა" ზურიკოსაც და ხვიჩასაც ეს განწყობა შეუნარჩუნა.

გიორგი ჩაკვეტაძეზე

მას ისეთი ტრავმები აქვს გამოვლილი, ჩემზე კარგად არავინ იცის გიორგის მდგომარეობა. თვითონაც, ალბათ, უკმაყოფილოა, რადგან ეს ის გიორგი არ არის, რომელიც გვინდა, რომ იყოს. ვფიქრობ, თუ ჯანმრთელი იქნება და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს, სასურველ ფორმას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგის მატჩებს 21 ივლისს გამართავენ. თბილისური კლუბი ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება, ბათუმელები კი პოზნანის "ლეხს" ესტუმრებიან.
მკითხველის კომენტარები / 28 /
საზოგადოება როგორი დაბოღმილია და დასტრესილია.
აგერ ერთი ქარულის გაკვეთილებს ათარებს კომენტარებში და თვითონსახელი ლათინურად უწერია.

მეორე არველაძეები მოაშორეთო და დარწმუნებული ვარ ქვა ქვაზე არ ექნება ქვეყნისთვის დადებული, ფეხბურთის ცოდნაზე ზო საუბარიც ზედმეთია, ამრველაძეებმა კიდე საქართველო მსოფლიოს გააცნეს
მენტალისტი
15:28 18-07-2022
1
სანამ ქართულ ფეხბურთში იმეფებს საბჭოთა მენტალიტეტი და სანამ კლუბებს ექრქმევა ბოლშევიკების მიერ გამოგონილი სახელები(ტორპედო, ლოკომოტივი,დინამო კიდევ სავა ასეტ ნაირი გულის ამრევი სახელები) ქართულ ფეხბურთს არაფელი ეშველება, ხვიჩა ზურიკო, აზარა და მამარდასნაირი ბიჭები ათ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება! საჭიროა ძირეული რეფორმები ქრთულ ფეხბურთში ისეთი როგორც დანიასა და ნორვეგიაში ხორციელდება!
რობი
16:27 18-07-2022
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული