ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

AutoSharing Option
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ''გურიას" 100%-იანი წილი იყიდება. პირობიან აუქციონზე კლუბის გასაყიდი საწყისი თანხა 34 000 ლარს შეადგენს.

მყიდველმა ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, რაც გამოიხატება ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში.

მყიდველმა ასევე კლუბში უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება.

თანხების არაუმეტეს 60%-მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

აუქციონი საიტ eauction.ge-ზე 22
ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ისტორიული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია'' ამ დროისთვის საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში 21 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

წყარო: აჭარის ტელევიზია
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვისაც ფული აქვს ღირს ჩადება, პოლიტიკაში მაიმუნობას აქ არ სჯობია? თან ამართლებენ ქართველი ფეხბურთელები ბავშვობიდან თუ ხელს შეუწყობ, გურიაში კი ფეხბურთი სულ პოპულარული იყო.
irakli
18 მარტი 2023 11:31
0
ფედერაციას...თქვე კაი ხალხო სტადიონს იქ აკეთებთ სადაც ბურთი არავის უნახავს და იქნებ ამხელა ტრადიციების კლუბსაც ამოუდგეთ გვერდით წლებია რომ სულს ღაფავს...
guriidan
19 ივლისი 2022 19:35
0
მყავს 12 ძროხა და 10 ღორი.თუ გამოცვლით გუნდში.
დიმა
19 ივლისი 2022 08:26
0
ვეთანხმები სოსოს კომენტარს...ფასი მიუთითებს..თუ რა უფრსკულშია არა მარტო ლანჩხუთის გურია..არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთი და კლუბები...ადგილობრივი კადრები ნული..და ზუსტად ასეთი სასაცილო თანხით ჩამოყვანილი ლეგიონერები..რომლებსაც საშუალო ევროპული კლუბები ბურთის მომტანად არ დაუშვებს სტადიონებზე..და მერე ვთხოვთ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ბადეში ..სრული გაფარჩაკებაა
კიეზა
19 ივლისი 2022 03:24
0
სტადიონის აშენება მხოლოდ ტრიბუნები, სკამები და განათება არაა. მოედანს შეხედეთ რას გავს? ბალახის საფარია ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი აქ. საქართველოს სტადიონების უმრავლესობას ბალახის საფარის ნაცვლად ხშირ შემთხვევაში კარტოფილის მოედანი აქვთ სათამაშოდ. ჯერ ხომ საყურებლად საშინელებაა და პლიუს მოთამაშეთა ტრავმების სათავეა.
ირაკლი
18 ივლისი 2022 19:59
0
იმედია ჟორდანია იყიდის.
ეეე
18 ივლისი 2022 15:53
0
ეეეჰ რა დრო დადგაა @ ევგრაფი ამბროსიჩი ალბათ საფლავში ბრუნავს ეხლაა (((
zura222
18 ივლისი 2022 15:28
0
გუნდი,რომლის გულისთვისაც 22 000-ანი სტადიონი,2 თვეში ააშენეს,ახლა 34 000 ლარად იყიდება.ერთი ნახმარი ავტომანქანის ფასად.ძალიან მძიმეა,ასეთი განადგურების ნახვა.
სოსო
18 ივლისი 2022 15:25
0
კიდე კაი მეტად არ ყიდიან. ამ 34 ათასის შეჭმას აპირებს მერია:D
roma
18 ივლისი 2022 16:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული