ლაშა ნოზაძე: "სტიაუას" ორი მატჩის ჯამში დამარცხების ძალა შეგვწევს

AutoSharing Option
"სტიაუასთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ, რომელსაც ჟურნალისტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. განმეორებითი ოვაციები ნოზაძემ უკვე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დაიმსახურა:

"პირველ რიგში, მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის; მადლობა ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისა და ბრძოლისთვის; მადლობა გულშემატკივრებს ქომაგობისთვის. ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ვაჟკაცები. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, მეტოქეს არ შეუშინდნენ. პირველ მატჩში რა გეგმაც გვქონდა დასახული, შევასრულეთ – გავიმარჯვეთ. ახლა დაველოდებით განმეორებით თამაშს ბუქარესტში. თუმცა კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმე გვაქვს გაკეთებული და 90 წუთი
კიდევ გვაქვს სათამაშო.

მთლიანობაში, დავიმსახურეთ გამარჯვება. შეგვეძლო ანგარიში უფრო უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ იმათაც ჰქონდათ მომენტები. შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. გაძლევთ პირობას, რომ ვიბრძოლებთ და მეტოქეს არაფერს დავუთმობთ. შეგვწევს ძალა, რომ ორი თამაშის ჯამში გავიდეთ. ტირანაშიც ვაჩვენეთ, რომ ბრძოლა და თამაში შეგვიძლია. მთავარია მონდომება და შრომა.

რაც შეეხება მეტოქეს – რუმინულ კლუბში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა. გვქონდა შეცდომებიც, რომლებსაც უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ და განმეორებითი მატჩისთვის მოვემზადებით".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკლეა ბრატ მოკლე სიმარტლეა ეგ ბრატ
maqsimum
14:23 22-07-2022
0
ხან მოკლეა მამი
o o n
14:14 22-07-2022
0

სიახლეები პოპულარული