"ჩვენთვის რთული მატჩი გამოდგა, არ ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას. ძალიან გაგვიჭირდა და უკმაყოფილო ვარ ფეხბურთელებით. ჩვენთვის საპასუხო შეხვედრაც რთული იქნება, რადგან ალბანეთშიც კარგი მატჩი ჩაატარა “საბურთალომ”.
ამიტომ, უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ისე ვერ მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას. მეტოქემ კარგად ითამაშა, წნეხის ქვეშ მოგვაქცია, რის შემდეგაც ხშირად ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა გვიჭირდა. რესურსი გვაქვს და შეგვიძლია დავძლიოთ ეს ბარიერი, თუმცა დიდი შრომა მოგვიწევს".
აი ეს არის, როცა იბრძვი, ჟილკა გაქვს, რაღაც აუცილებლად გამოვა.
მადლობა ბიჭებს, მთელ გუნდს!