მატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

Sportall.Ge

"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, გორის "დილას" ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონთა რიგებში იასპარეზებს. ბათუმელი გულშემატკივრების განცხადება სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" პოლონურ "ლეხთან" დიდი ანგარიშით
(0:5) წააგო და განმეორებით შეხვედრას აზრი დაუკარგა.

alt"პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ქალაქი და მისი გულშემატკივარი(მე ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული ევროპაში)ნამდვილად იმსახურებს კარგი გუნდის ყოლას.წარმატებები!!!
კახა ქ.
23 ივლისი 2022 16:01
2
შენ არც სახელი გაქვს და არც გვარი და ასეთი კაცი აზრს რომ ვერ გამოიტან გასაგებია.რაც შეეხება ჩემს გამოდგომას.....დავწერდი, მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგებ.ისე ჯობდა წერაც რომ არ გცოდნოდა, აზრი მაინც ვერ გამოგაქვს და.....
ვაი რასწერს კახა,აზრი ვერ გამოვიტანე
23 ივლისი 2022 15:53
2
კაი კახუნა გავიგე.არ ინერვიულო ყველაფერი გავიგე. ბედკრული საქართველოს შვილი ხარ. რეალურ პრობლემებს ვერ ხედავ შენს საყვარელ კორუმპირებულ ქალაქში და სისულელეზე ღელავ.ნუ მესმის ; ვითომ საქმეში ხარ რა . დაწყნარდი და ღრმად ჩაისუნთქე
კახას
23 ივლისი 2022 19:10
2
ბათუმელებისგან კორუფციის და ჩაწყობის პროტესტი სასაცილოა უბრალოდ, ტიპებს რიჟვაძე ჰყავთ სათავეში და ხმას არ იღებენ
ლადო
23 ივლისი 2022 14:00
6
პოლიტიკოსებმა ქვეყანა გაყიდეს, თანამდებობებზე პირად მცველებს გვინიშნავენ, ზოგი ცოლს მთლიან ტყეს ჩუქნის და ხმის ამომღები არავინაა, და ამ ბიჭზე ატყდა ერთი ამბავი, რომელმაც ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლადო
23 ივლისი 2022 13:59
7
რუსეთში მაინც არ უთამაშია ჰაჰაააააა. ვიცი რომ 21 წლისას შემოთავაზება ქონდა და უარი უთქვამს . ასე რომ მოღალატეებს მიხედეთ ქვეყნის. და დაწყნარდით ცოტა ლარის კურსი ისევ გაიქცა
ნუთუუუ
23 ივლისი 2022 09:56
17
მსაჯები რო დაიჭირეს ტელევიზორში ფეხბურთის ყურება აუკრძალეს ლამის თან სამუდამოდ. ამ ფეხბურთელებს ნაკრებებში ათამაშებენ. ამიტომ გავდივართ ამ ეტაპებს და ვხვდებით ჯგუფებში. მაშინ მსაჯებიც დააბრუნონ გავიდა 10 წელი.
ჯიჯი
23 ივლისი 2022 09:40
0
გადადგეს გეგუჩაძე და დვალიშვილი.ხვალიდან ვიწყებტ შიმშილობას
wripa
22 ივლისი 2022 22:41
10
უი არ გამაგიჟო და აქამდე არ შიმშილობდი შე კაცო ? შიმშილი კაია ორგანიზმს წმენდს. მთავარია წყალი მიიღე.
შიმშილას
23 ივლისი 2022 10:52
2
კარში დარტყმა არ იცის ამ ღუდუშაურმა რადგინდათ.. მარტო დარბის
ილია
22 ივლისი 2022 21:33
1
როგორც გავიგე კარში დარტყმა შენ გცოდნია და მაგრადაც ურტყამ არამარტო კარში. უსაქმურებო და გაბოროტებული ლუზერებო როგორ მიყვარხართ ნეტა იცოდეთ
ილიას
23 ივლისი 2022 09:53
2
არ ვიცი აიძულეს თუ რა,მაგრამ მე პირადად ის ვინც ასეთ რამეს აკეთებს იმისი არ მწამს,ან როგორ შეიძლება იწამო,როცა გულშემატკივარი მოდის შენს საქომაგოდ,ხარჯავს დროს,ფინანსებს,(აქ არაა ლაპარაკი 2ლარზე)აკლებს და იკლებს თვითონ და ოჯახს,რაც მთავარია ნერვიულობს და საკუთარ ჯანმრთელობას იგდებს საფრთხეში და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო და ამ დროს, ვიღაც ნაძირალათა ჯგუფმა,წინასწარ იცის რა და როგორ და სადღაც გულის სიღრმეში დასცინის კიდეც,მოლ ამას შეხედე რა,რა დღეშია,გიჟი არ არის ეხლა,რაზე იშლის ნერვებს....ეზოში რომ ვთამაშობდით,წაგებული რომ ვარდებოდა და შენი გუნდი რო იცდის ამ დროს შენ რაღაც მიზეზების გამო(უფრო კარგად თამაშის გამო),სხვა გუნდში რომ თამაშობ,შეგიძლია ჩქარა წააგებინო იმ გუნდს,სადაც შემთხვევით აღმოჩნდი,იქ არ მიკადრებია ეგეთი რამე,ან ვინ იყო მონჩივარი და ესენი კიდე......არ მწამს მე ეგეთი ხალხის,შეიძლება სხვაგან გამოდგნენ(რაც მეეჭვება)მაგრამ ფეხბურთში რომ არ ივარგებს ცხადია.
კახა ქ.
22 ივლისი 2022 21:28
2
კახა; თქვენ თავზე ლაპარაკობთ? კი კი თქვენ ნამდვილად არც გუნდს გამოადგებით არც ოჯახს არც მეგობარს და რა თქმა უნდა არც ქვეყანას
ვაიმე რას წერ კახა აზრი ვერ გამოვიტანე
23 ივლისი 2022 14:34
2
კუპატაძის სინდისზეა გუნშიდელი ხუთი გოლიდან სამი სამი.
Temo
22 ივლისი 2022 18:35
0
კობახიძე?
საქართველო
23 ივლისი 2022 08:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული