ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ის გუნდს მომდევნო ორ თამაშში (24 ივლისს ბუქარესტის "რაპიდთან" და 28 ივლისს "საბურთალოსთან") უხელმძღვანელებს.
რუმინელი პრესის ცნობით, ბეკალის პეტრეას გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და თუნდაც მომდევნო ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგოს, თანამდეობას ვერ შეინარჩუნებს.
ეს ყველაფერი კი წესით ჩვენს წისქვილზე უნდა ასხამდეს
როგორც უკვე მოგახსენეთ, "საბურთალო", რომელმაც სახლში 1:0 იმარჯვა, ბუქარესტში 28 ივლისს ითამაშებს.