დამატებითი შანსი "საბურთალოს" და არეულობა მეტოქის ბანაკში - ბუქარესტულ მატჩში "სტიაუას" უკვე მოხსნილი მწვრთნელი უთავკაცებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქის "სტიაუას" ბანაკში არეულობაა. როგორც ჩვენი რუმინელი კოლეგები წერენ, ბუქარესტული გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ კლუბის მთავარი მწვრთნელის 47 წლის ანტონ პეტრეას გაშვება გადაწყვიტა და ეს დიდწილად თბილისურმა მარცხმა განაპირობა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ის გუნდს მომდევნო ორ თამაშში (24 ივლისს ბუქარესტის "რაპიდთან" და 28 ივლისს "საბურთალოსთან") უხელმძღვანელებს.

რუმინელი პრესის ცნობით, ბეკალის პეტრეას გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და თუნდაც მომდევნო ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგოს, თანამდეობას ვერ შეინარჩუნებს.

ეს ყველაფერი კი წესით ჩვენს წისქვილზე უნდა ასხამდეს
წყალს, რადგან მეტოქის ბანაკში აშკარად კარი სიტუაცია ვერაა და გუნდაც უკვე გაშვებული მწვრთნელი ეყოლება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "საბურთალო", რომელმაც სახლში 1:0 იმარჯვა, ბუქარესტში 28 ივლისს ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგით რაა ასე წერდით ლეხზეც და კი მოგვიგეს 5-0.აცადეთ გუნდს თამაში.ნუ გავიწყდებათ საქმე გვაქვს ქართულ ფეხბურთთან და არასტაბილურ ქართულ კლუბებთან.სულ არ გამიკვირდება ისევ 5-0 რომ წავაგოთ.ვინმეს გაგიკვირდებათ???
master
10:19 24-07-2022
1
მგონია რომ გავნადგურდება ჩვენი გუნდი ეს ყველაფერი ბლეფია .
goga
08:57 24-07-2022
0

სიახლეები პოპულარული