"რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ" - იაგო ხვიჩია

AutoSharing Option
პირველი არხის გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი პარტია "გირჩის" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, იაგო ხვიჩია იყო. საუბარი ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას შეეხო:

"საქართველოში არსებობდა საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც ევროპალიგის ფინალურ ეტაპებზე, ფეხბურთი არ გაქვს...

ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ბოლო მოლოდინი მაშინ მქონდა, როდესაც ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ ეს თამაში კორონავირუსს შევწირეთ, გულშემატკივარი არ შევუშვით და ხვიჩა კვარაცხელია არ ვათამაშეთ... ეს
იყო ბოლო თამაში, როდესაც ქართულ ფეხბურთზე ვიყავი – არადა, სულ დავდიოდი, ბავშვობაშიც, მერეც, ნაკრების თამაშებზეც. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს ფუნდამენტურად არ შევცვლით, ორიოდე ტალანტის იმედად ვიქნებით, არაფერი გამოვა...

ჩემი აზრით, უნდა შევქმნათ გარემო, რომ ფინანსურ "გენიოსებს" ფეხბურთში მოსვლა მოუნდეთ. დამენეჯმენტდება ეს სფერო და მოსვლის სტიმული ექნებათ. მაგრამ ჯერ მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. ადრე ქართული ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა და რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბელარუსებს, ბალტიისპირელებს ვამარცხებდით. იქ მთელი ერი იბრძოდა მოედანზე – ეს აზარტი საბჭოთა ფეხბურთის დანგრევამ გამოგვაცალა...

რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იმასთან უნდა გავაკეთოთ. თორემ თბილისის და ბათუმის "დინამო“ რომ თამაშობენ, ორივე ჩემი გუნდია და ეს აზარტი არაა."

წყარო: პირველი არხი

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 45 /
თასების მფლობელთა თასი აღსადგენია)))მერე ინტერტოტოს თასი))
გიუᲨა
00:10 26-07-2022
0
გადაცემას არ გიყურებიათ ალბათ თავიდან ბოლომდე, და ამდენს წერთ არაფრის გამო, არადა ეგ ბრაზილიაც ახაენა და წყალია, თავისი აზრი გამოთქვა , თავის შეხედულება, და სადღაც ლოგიკაც დევს მაგაში, არაფერი სისულელე არ უბოდიალებია / იყურე გადაცემას და იქ გაიგებს შენ კითხვაზე პასუხს/ თორე აქ ვიღაც გაგცემე პასუხს, რომელსაც თვითონაც არ ექნება ნანახი შენსავით
Vasili
09:37 25-07-2022
3

სიახლეები პოპულარული