"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე Tik Tok-ზე ვიდეოს აქვეყნებს და იმის შესახებ საუბრობს, თუ რას საქმიანობს აშშ-ში.

მან საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და როგორც ჩანს, სამუშაოდ აშშ-ში წავიდა.

გოცირიძეს ეროვნული ნაკრებში 12 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა "ამერში" დაიწყო. შემდეგ იყო "ზესტაფონი", ყველაზე ცუდი ამბავი კი უკრაინულ "დნიპროში" მოხდა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოყვა და მისი კარიერა უკან წავიდა...

ბექას მოედანზე დაბრუნების მცდელობა ჰქონდა და რამდენიმე კლუბში იასპარეზა კიდეც, თუმცა - წარუმატებლად.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უდავოდ ნიჭიერები ვართ მაგრამ საქმის მიართ უფრო მეტი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება რომ გვქონდეს ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი ასე მალე არ დაგვემშვიდობებოდა, ძალიან სამწუხაროა, იქნებ სხვებმა გაკვეთილად მიიღონ...
koba
27 ივლისი 2022 11:29
0
სულ ვეძებდი ინფორმაციებს , დაიწყო ვარჯიში, გადავიდა სადმე , აღიდგინა ფორმა, ძალიან გული მწყდებოდა რო არსად ჩანდა , ერთ დღესაც სადღაც დაიწერა რო ტრამვების გამო კარიერის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა,/ აი ძააან დამწყდა გული,/ რატი წინამძღვრიშვილი ძალიან მაგარი შესაძლებლობების ფეხბურთელი იყო.
Vasili
27 ივლისი 2022 09:50
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს გაიხარე წარმატებები
Misha burduli
27 ივლისი 2022 01:07
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბექა გენაცვალე.
გეგი
26 ივლისი 2022 23:27
0
ძალიან პოზიტიურად განვეწყვე მის მიმართ. ღმერთმა ხელი მოუმართოს და სულ წარმატებებს ვუსურვებ
დათო
26 ივლისი 2022 23:24
0
ბექა ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ გვითამაშია⚽️ ჩემ შემთხვევაშიც დაახლოვებით შენნაირი ისტორია განმეორდა. ჩემს თავს ვაჯობე, დეპრესიიდან გამოვედი და შეუძლებელი შევძელი. დღეს ისე ვცხოვრობ როგორზეც ვოცნებობდი. მინდა რომ ბოლომდე მიაწვე და ყველაფერი გამოგივა დარწმუნებული ვარ!!! შენი გოლი უელსთან ახლაც თვალწინ მიდგას⚽️⚽️⚽️⚽️
იღბლიანი
26 ივლისი 2022 22:54
0
სიყვარულით მოგიკითხავ ზესტაფონის ფანი
ზ.გ,
26 ივლისი 2022 21:54
0
ეს რა მაგარი ფორვარდი გვყავდა უძალიანესად ნიჭიერი როგორ არ გაუმართლა ბექასაც და ჩვენც მაგის თამაშებს რო ვერ ვუყურეთ ის ავარია რო არა მინიმუმ საშვალო ევროპული კლუბის ძალიან მაგარი მეგოლე იქნებოდა
გიორგი
26 ივლისი 2022 20:08
1
ნებისმიერი პატიოსნად შრომა,საპატიოა.მთავარია ფეხი მოიკიდოს და მერე,უკეთეს საქმეს მონახავს.წარმატებებს ვუსურვებ ბექას.
სოსო
26 ივლისი 2022 17:00
0
ჯიგარი,მშრომელი და პოზიტიური კაცი,ზოგიერთს გაუტყდებოდა აღიარება რომ შრომით შოულობს ფულს.ღმერთმა გაგიმარჯოს ძმაო!!!
გიუშა
26 ივლისი 2022 11:40
1
დისლაიქზე შემთხვევით მომიხვდა კურსორი ჩამოსქროლვისას და ნუ მიწყენთ (აღარ ითვლება)!!!
რაც შეეხება სიუჟეტის ავტორს, უდიდესი პატივისცემა მას შრომისათვის, წარმატებებს და ყველაფერ კარგს ვუსურვებ!!!
1234
26 ივლისი 2022 18:33
0

სიახლეები პოპულარული