შანსი ერთადერთ ქართულ კლუბს და მაინც სავსე სტადიონი ბათუმში - კონფერენს ლიგა

AutoSharing Option
დღეს, 28 ივლისს, ბათუმში გასამართი შეხვედრისთვის ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა, თუმცა ადგილობრივმა "დინამომ" პოლონეთში "ლეხთან" ისე (0:5) წააგო, განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა. ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ბრწყინვალე განწყობასა და გარემოს ქმნიან, დღეს დემორალიზებულ გუნდს არ იმსახურებენ - გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ღირსეული თამაში აჩვენონ.

ნამდვილად გვეგონა, რომ ბათუმური კლუბი კონფერენს ლიგაზე მაინც მაქსიმალურად შორს გავიდოდა. ლიეტუვის "ჟალგირისისა" თუ სომხური "პიუნიკის" საჩემპიონთალიგო წარმატებები კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თითქოს შეუძლებელი არაფერია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კი ისევ ვერ გადის საერთაშორისო
წარმატების გზაზე...

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძემ გუნდი (ორმხრივი შეთანხმებით) დატოვა. შესაბამისად, ბათუმელთა კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს. შემადგენლობაში გარკვეულ როტაციას ველით. სასტარტოში ის ფეხბურთელები უნდა გამოჩნდნენ, აქამდე ცოტა შანსი რომ ეძლეოდათ - გიორგი რეხვიაშვილი, მილან რადინი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ფანცულაია...

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.

"საბურთალო" რთული გამოწვევის პირისპირ

თბილისის "საბურთალოს", რომელიც ერთადერთი ქართული კლუბია, ერთი ეტაპი რომ დაძლია, კონფერენს ლიგაზე სერიოზული გამოცდა ელის - რუმინულ FCSB-ს ("სტიაუა") დაახლოებით "დინამო არენის" ტევადობის "არენა ნაციონალზე" (55 634 მაყურებელი) ესტუმრება. ლაშა ნოზაძის გუნდს ერთბურთიანი (1:0) უპირატესობა აქვს.

თბილისელები პორველ მატჩში სწრაფად და ორგანიზებულად უტევდნენ და შანსები ახლაც ექნებათ. მით უმეტეს, რუმინელები აქტიურ იერიშებზე გადმოვლენ და საკუთარ საჯარიმოსთან სივრცეებს დატოვებენ. "საბურთალოს" ენერგიული ფლანგელები ჰყავს - გიორგი გოჩოლეიშვილმა და გიორგი ჯინჯოლავამ პირველ შეხვედრაში მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, ისევე, როგორც შუახაზელმა ლევან ნონიკაშვილმა.

"სტიაუა" (FCSB რომლის სამართალმემკვიდრეცაა) უეფას ჩემპიონთა ლიგის (მაშინდელი თასი) გამარჯვებულია (1985-86 წლები), სადაც "ბარსელონა" დაამარცხა. იმავე წელს ევროპის სუპერთასი "კარპატელი მარადონა" გეორგი ჰაჯის გოლით მოიპოვა. მაშინ რუმინეთს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ მართავდა, რომელიც "სტიაუას" წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რუმინელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. თბილისში წაგებამ კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა. ნიკოლაე დიკა ამ გუნდში ადრეც მუშაობდა. კიდევ ერთი ცვლილება კაპიტან ფლორიან ტანასეს გუნდიდან წასვლას უკავშირდება. 

შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

altლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

alt"სტიაუას" მწვრთნელი გადადგა - "საბურთალოს" განადგურებით ემუქრებიან

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 15 /
პირველივე წუთებიდან თუ ბათუმმა რიტმი დაიჭირა ვფიქრობ ლეხს კარგი საღამო არ ელის...მთავარია ხასიათი დაიჭიროს!!!
შავი კაცი
28 ივლისი 2022 11:53
3
მართლა ვაი ჩვენს პატრონს, რეალობას მოწყვეტილები, რომ ვართ.დ თურმე რა ელის ლეხს.
ეგრეას
28 ივლისი 2022 12:28
3
აბაა. ეგა თქვი, საწყალი პოლონელები, არ იციან რა ელოდებათ.
ეგრეა
28 ივლისი 2022 12:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული