Geo Team: თბილისის "დინამოს" შეძენა თურქულ გრანდს სურს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" შეძენით თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი გრანდია დაინტერესებული და ამის შესახებ ისინი ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

alt"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც..." - ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გვამცნო

მკითხველის კომენტარები / 52 /
ბარემ ჩავაბაროთ ქვეყანა თურქეთს და რუსეთს...ეგ იდეა ვისაც. მოუვიდა ქვეყნის მოღატლატეა!!!
სიმართლე
29 ივლისი 2022 15:31
4
არავითარ შემთხვევაში რას ქვია თურქული გრანდი ყიდულობს? ესეიგი რეზერვი კლუბი გახდეს დინამო?როგორ შეიძლება ეგ. ყველაფერს რო თავი დავანებოთ არცერთი თურქული გუნდი არააა დინამოზე სახელიანი,გალათასარაის გარდა ევროთასი არცერთ თურქულ გუნდს არა ქვს მოგებული. ვინმე კერძო ტიპი თურქი მილიარდელი თუ შეიძენს და გააკეთებს მაგარ გუნდს ეგ პრობლემა არაა სხვა დანარჩენი მიუღებელია.
m.g.
29 ივლისი 2022 10:14
0
ფიფია საერთოდ დინამოს დასაქცევად მოვიდა. ახლა ფარმკლუბად გადააქცევს და აღარ იარსებებს თბილისის დინამო როგორც კლუბი ფურცელზეც კი. ძველი მოგონებებიღა გვქონდა და დარჩება ქართული ფეხბურთი ისტორიის გარეშე სუფთა ფურცელივით ესტონეთის და ალბანეთის დონეზე...
levani
28 ივლისი 2022 23:35
2
ასეა ძმაო, ქართველს მეტი საშუალება არ აქვს და.. უცხოელი არ გვინდა. სულ ასეთ დღეში ვიქნებით.. სხვა წინადადებებს დაველოდოთ. დავიჯერო დინამო არავის უნდა ?? ბიძინა იყიდე რა იქნება ან კახი ..
ილია
29 ივლისი 2022 00:32
11
ჰო, დინამო არავის უნდა. არც ტორპედო და არც სპარტაკი. სსრკ დაიშალა და აღარც აღდგება. დაივიწყეთ.
გიორგი
29 ივლისი 2022 02:10
6
დინამოს თურქული კლუბის დუბლებად გადააქცევენ, ყველა ნიჭიერს ტვითონ წაიყვანენ და მერე სარფიანად ევროპაშიც გადაყიდიან, არ შეიძლება აქ თურქული ფეხბურთის შემოშვება
ალეკსანდრე
29 ივლისი 2022 11:33
0
მაინც ვერ ვხვდები რას ნიშნავს თურქულ გრანდე , ანუ კლუბი ყიდულობს კლუბს უაზრობაა რადგან ორივე კლუბი ასეთ დროს საერთაშორისო ასპარეზზე იზღუდება რადგან ერთი მფლობელი ეყოლება, უაზრობად მლმეჩვებება ეგ თორე თურქული ინვესტიცია იმხელა იქნება ნამდვილად დიდი ფეხბურთელები ჩამოვლენ დინამოში
დავითი
29 ივლისი 2022 00:19
1
ახლა თურქულ გრანდს უნდა მოუმზდოთ ფეხბურთელები?და ეს საერთოდ უეფას წესებით შეიძლება???ნუ თუ შეიძლება მაქსიმუ თუ თურქული გუნდი იქნება ლიგაზე დინამოს არექნება უფლება იმავე ტურნირზე ყოფნოს მოკლედ სისულელელა.ჩამოყალიდბდეს სააქციო სისტემა დროებით მაინც დავიბრუნოთ დინამო და მერე ხალხმა გადაწყვიტოს ვის მიყიდოს.ბოლობოლო
მოსეხონელი
29 ივლისი 2022 05:35
0
ვერაფერი გავიგე,ზორლუ გრანდ ოტელს თუ რომელ განდს?
ბაჩი
28 ივლისი 2022 21:57
1
ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია
rembo
29 ივლისი 2022 11:49
3
ეს კლუბი გვეკუთვნის ჩვენ, რომლებმაც ფეხბურთს ვაჩუქეთ მესხები და პაიჭაძეები, დარასელიები და შენგელიები, ჩივაძეები და ძოძუაშვილები, ქინქლაძეები და არველაძეები, მაჩაიძეები და კალაძეები,იამანიძეები და ხურცილავები, ყიფიანები და გუცაევები და კიდევ რამდენი რამდენი სახელოვანი კაცი, რომლებმაც ფეხბურთი კიდევ უფრო ამდიდრეს და კიდევ უფრო შთამბეჭდავი წარუდგინეს მთელ მსოფლიოს ამიტომაც არავითარი კერძო პირი ან კომპანია, ვისაც სურვილი და საშუალება გვექნება შევიტანოთ შესაბამისი თანხები და გავხდეთ აქციონერები, ფიფია კი როგორც ამბობენ ეროვნული შეგნების მატარებელი კაცია, რომელსაც მართლაც უნდოდა საქვეყნო საქმის კეთება და გააკეთებს კიდეც, თუ კლუბს დაგვიტოვებს და უნდა დაგვიტოვოს ჩვენ, ამით შევა ის საქართველოს ისტორიაში როგოც დიდი დაგვიტოვოს კიდეც, და შევა ქვეყნის ისტორიაში როგოც სარაჯიშვილი,როგოც ექვთიმე და სხვა. გავერთიანდეთ ხალხნო ყველა, ყოფილი და მოქმედი სპორცმენები, მთელი საზოგადოება, მოვითხოვოთ ჩვენი დინამო.
ნიკა
29 ივლისი 2022 10:31
2
მართალი ბრძანდებით ნიკა, დინამო საქართველოს, ქართველ ხალხს ეკუთვნის. აქციები გამოუშვან და კლუბს ქომაგები და დაინტერესებული პირები შევიძენთ, რაც შეეხება დინამოს სტადიონს ის ისედაც ქართველი ხალხის საკუთრებაა და მერიას უნდა გადაეცეს ან სპორტის შესაბამის უწყებას.
გიზოგ
29 ივლისი 2022 11:13
0
ო, ისევ თურქეთი?..
მოკლედ ამ ახალ ცხოვრებაში თურქეთის იქით ვერ მივდივართ!
ადრე რუსეთის იქით, დღეს ორივე ერთად!..
ფაქტია რომ ევროპას არ ვჭირდებით და იმიტომ.
სიმართლე
29 ივლისი 2022 11:39
2
ევროპას რომ ჭირდებოდე ცოტა დონე უნდა აწიო. არ ვამბობ ევროპის დონემდე ახვიდეო მეთქი, მაგრამ არც ისეთი არარაობა არ უნდა იყო, როგორიც დღევანდელი დინამოა.
არტ
29 ივლისი 2022 14:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული