ქეცბაია: "თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა"

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი იყო და ქართული კლუბების გამოსვლა შეაფასა:

"თბილისის და ბათუმის "დინამოებიდან“ უფრო მეტს მოველოდი. ბათუმელები "სლოვანთან“ გასვლის ღირსი იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, "ლეხთან" ასე თუ ითამაშებდნენ. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გამაოცა...

წლებია ასე გრძელდება, გვიჭირს ევროტურნირებზე. გუნდებს არ აქვთ საშუალება, უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანონ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, როგორიც თუნდაც კვიპროსისაა. ამ ქვეყანას კონფერენს ლიგაზე შარშან ორი გუნდი ჰყავდა, ორსაც წელს აქვს ჯგუფში ადგილი გარანტირებული...

ჩვენს ფეხბურთს სჭირდება
ტელევიზიების, ბიზნესისა და გულშემატკივრების დაინტერესება. ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა ეს შეძლეს, რადგან ფულს დებენ და კარგი ფეხბურთელებიც მოჰყავთ...

თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა. ვერ მოიძებნა ხალხი, რომ "დინამოს“ მიხედონ. ეტყობა, იმ კაცმა (რომან ფიფია) ლიმიტი ამოწურა და საჭიროა, ისეთი ხალხი მოიძებნოს, რომლებიც იყიდიან და 1-2 გუნდი გვეყოლება, ევროტურნირებზე კარგად რომ ითამაშებს. ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გუნდებს ვუყურებ და საქართველოს გუნდი ევროჯგუფში როგორ არ უნდა გავიდეს.

მენეჯმენტის და ფულის განკარგვის პრობლემაც არის. თუ ფულიანი მეპატრონე გამოჩნდება, უნდა მიიყვანოს ისეთი მენეჯერი, ვინც უცხოეთში ბევრ ხალხს იცნობს, კარგ ფეხბურთელებს მოიყვანს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშებს."

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 24 /
kaxa- ების მეტი ვინ არის საქართველოში?
თემურ, მართალი ხარ. ვიცი 100&-ით შეწგტკივა გული საქქართველოზე.
alexandre
10:14 01-08-2022
1
კახა ვისიხარ ვის დაეკარგე
kaka
22:59 31-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული