ქეცბაია: "თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა"

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი იყო და ქართული კლუბების გამოსვლა შეაფასა:

"თბილისის და ბათუმის "დინამოებიდან“ უფრო მეტს მოველოდი. ბათუმელები "სლოვანთან“ გასვლის ღირსი იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, "ლეხთან" ასე თუ ითამაშებდნენ. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გამაოცა...

წლებია ასე გრძელდება, გვიჭირს ევროტურნირებზე. გუნდებს არ აქვთ საშუალება, უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანონ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, როგორიც თუნდაც კვიპროსისაა. ამ ქვეყანას კონფერენს ლიგაზე შარშან ორი გუნდი ჰყავდა, ორსაც წელს აქვს ჯგუფში ადგილი გარანტირებული...

ჩვენს ფეხბურთს სჭირდება
ტელევიზიების, ბიზნესისა და გულშემატკივრების დაინტერესება. ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა ეს შეძლეს, რადგან ფულს დებენ და კარგი ფეხბურთელებიც მოჰყავთ...

თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა. ვერ მოიძებნა ხალხი, რომ "დინამოს“ მიხედონ. ეტყობა, იმ კაცმა (რომან ფიფია) ლიმიტი ამოწურა და საჭიროა, ისეთი ხალხი მოიძებნოს, რომლებიც იყიდიან და 1-2 გუნდი გვეყოლება, ევროტურნირებზე კარგად რომ ითამაშებს. ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გუნდებს ვუყურებ და საქართველოს გუნდი ევროჯგუფში როგორ არ უნდა გავიდეს.

მენეჯმენტის და ფულის განკარგვის პრობლემაც არის. თუ ფულიანი მეპატრონე გამოჩნდება, უნდა მიიყვანოს ისეთი მენეჯერი, ვინც უცხოეთში ბევრ ხალხს იცნობს, კარგ ფეხბურთელებს მოიყვანს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშებს."

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 24 /
გუნდის კეთებას ფულის კეთება არ სჯობს
David
30 ივლისი 2022 18:25
3
Temo magari kacia!!!emociuria zogjer metismetadac magram samartliania da namdvili patriotia!!!warmatebebi temos da saqartvelos!!!!!
Givi
30 ივლისი 2022 18:04
1
ვეთანხმები იმაში თბილისში ერთი ევროპის დონის გუნდი უნდა იყოს და ამხელა ქალაქია მართლა. შამწუხაროდ ფეხბურთელები რომ ჩამოიყვანო ვინ ჩამოვა ან ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი ანდ კიდევ. ვინმე აფრიკიდან რომ ევროპის უკეთეს გუნდებში მოძებნონ გზა და ბევრ ფულს არ ითხოვენ. ამას გარდა ქვეყანა უნდა იყოს ცოტა უკეთ გამართული და სიმშვიდე და სიწყნარე, რომ ვინმე სერიოზული დიდი ხნით სათამაშოდ ჩამოვიდეს, ტუნდაცე 2 სეზონი და ეს რუსის ჯარის ყველა ოკუპირებული ზონიდან გასვლასაც ითვალისწინებს. რადგან არავინ ნორმალური დალაგებული ქვეყნიდან არეულ, ოკუპირებულ ქვეყანაში ოჯახით ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩამოვა აგერ რონალოდ არავის არ უნდა ფარერებმა 22 ცხვარი შესთავაზე მასში, შესთავაზოს ქეცბაიამ 25 და იქნებ ჩამევიდეს:)
simartle
30 ივლისი 2022 17:55
10
კარგი მწვრთნელი აქ არ მოვა დაბალი ხელფასის გამო, ამიტომ ერთი გუნდი ცუდი შედეგების გამო უშვებს და მაშინვე მეორე გუნდში პოულობენ სამსახურს,ქართველი ფეხბურთელების მოსამზადელად ადგილობრივ მწვრთნელებს კვალიფიკაცია არ ყოფნით, მეორადი ლეგიონერების ჩამოყვანით ჯგუფში ჯერ ვერავინ მოახერხა გასვლა, მაგრამ მაინც მეორადები ჩამოყავთ და კიდევ ბევრი პრობლემაა, რომლებსაც ჯერ არ გამოუჩნდა მომგვარებელი - არადა ერთი თქვენისთანა გულანთებული კაცი კი დაალაგებდა ამ არეულ სიტუაციას!
გახდი უფრო თავმოყვარე!
30 ივლისი 2022 17:51
0
ჩვენ თუ გვინდა ევროტურნირებზე მოხვედრა გუნდში ქართველი ფეგბურტელები 5 მეტი არ უნდა დაიტოვო ეგეც ბევრია
დავით
30 ივლისი 2022 17:38
4
ყოველთვის ობიექტური და სიმართლის მთქმელი კაცი, წარმატებები თემურ.
juve
30 ივლისი 2022 17:38
2
ეეეეეჰ, ბატონო თემურ, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ბატონი რომანის ჯიბე რომ თბილისზე დიდი გამოდგა რა ვქნათ?
დინამოელი
30 ივლისი 2022 17:25
4
ერტი სენისტანა ქეც დაალაგებდა ჯიგრი წამატებები
aron
30 ივლისი 2022 17:17
4
ამ კაცს დაუჯერეტ ჯობია ეს სიმარტლის კაცია ქეც
pepe
30 ივლისი 2022 17:10
4
ოცნება ოცნებადვე დაგრსა ჯკვიან კაცს მოუსმინეტ კაცს
kaka
30 ივლისი 2022 17:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული