"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მცველი ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, კარიერას ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებენ.
მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იტალიის სერია "ა"-ს კლუბებს აქვთ.
"ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ "პიუნიკს" დაუპირისპირდება.
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში
ორიოდე წელი ითამაშებენ მანდ და მერე გადავლენ ტოპ ლიგაში.
ცრვენა ზვეზდა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ყოველ წელიწადს ლიგის ჯგუფურს თამაშობენ და მშვენიერი შანსი ექნებათ ბიჭებს ლიგაზე თავის გამოჩენის.
წარმატებები ბიჭებს!
საკუთარი ფულის კეთების და თავის რეკლამირების მეტი არაფერი აინტერესებს.
აქაც შემოდის და საკუთარ თავს აქებს.