აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ამხელა სათაურია და ტექსტში არაფერი წერია...
კირკიტა
17:26 01-08-2022
0
ამდენ ძებნას და ჩამოყვანას და მერე არ გამოდგას ძახილს იქნებ აქაურების მომზადება გესწავლათ
1.2.3.4.5.
11:05 01-08-2022
0

სიახლეები პოპულარული