ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს, 3 აგვისტოს, ტურს სერბული "ცრვენა ზვეზდასა" და სომხური "პიუნიკის" მატჩი დახურავს. ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც სერბეთის ჩემპიონში ირაკლი აზაროვის ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" ფლანგელის ტრანსფერი 4 აგვისტოს გაოფიციალურდება.
საუბარი იყო იმაზეც, რომ სერბეთში კარიერას ზურიკო დავითაშვილიც გააგრძელებდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ნახევარმცველი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ამ ეტაპზე, მისი მომავალი კლუბის ვინაობა ისევ ღიად რჩება.
"ცრვენა ზვეზდა" 1945 წელს დაარსდა და შიდა ტურნირების გარდა,
ჩემპიონთა ლიგის 1990-91 წლების სეზონის გამარჯვებულია. რაც შეეხება აზაროვს, ის ბათუმის "დინამოში" 2021 წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ირაკლის ვილი სანიოლიც ენდობა და საქართველოს ნაკრებში მუდმივად ეყრდნობა.
აზაროვი და დავითაშვილი მარადიულ მეტოქეთა რიგებში?