აზაროვი და დავითაშვილი მარადიულ მეტოქეთა რიგებში?

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი კარიერას "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებენ, დღეს კი ამას სერბულ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა გამოცემები ზუსტ ინფორმაციას ვერ ფლობენ და ძირითადად, ქართულ წყაროებს ეყრდნობიან - შეიძლება ითქვას, თითქმის არაფერი არ იციან.

kurir.rs-ის ცნობით, მარადიულმა მეტოქეებმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში მოიძიეს. "ცრვენა ზვეზდა" ირაკლი აზაროვის, ხოლო "პარტიზანი" ზურიკო დავითაშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებად მიაჩნიათ, რადგან Transfermarkt-ის მიხედვით, მხოლოდ მათი სატრანსფერო ფასი აღემატება მილიონ ევროს.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ
აზაროვის და დავითაშვილის შეძენა იტალიურ კლუბებს სურთ და მათი სერბეთში გადაბარგება გარკვეულწილად სკეპტიკურად აღსაქმელია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სერბები მაგარი ვაშკაცი და მებრძოლი ხალხია, რა დაგიშავეს სერბებმა ვინმემ თქვით,სერბეთიდან ბუნდესლიგაში, სერია -ა-ში,ესპანეთში და პორტუგალიის და ჰოლანდიის წამყვან გუნდებში ყოველ წელიწადს მიდიან ფეხბურთელები, არც პარტიზანს და ცვრენა ზვეზდას არაფერი დაეწუნებათ,დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ჩარევას და სხვისი ბედის გადაწყვეტას თავი.სერბეთში თუ წავლენ ამით არაფერს წააგებენ პარტიზანიც და ცვრენა ზვეზდაც ევროპაში ცნობილი და სახელიანი კლუბები არიან, მათ მოთამაშეებს მთელი ევროპის სკაუტები აკვირდებიან და ეს ყველაფერი ხო კარგად იცით ჟურნალისტებმა მარტო უარყოფით კონტეკსტში რო წერთ ყველაფერს,თუ ეს ტრანსფერები შედგა ამით ეს ფეხბურთელები არ დაზარალდებიან.
qomagi
14:48 03-08-2022
1
რა სერბეთი და ცვერნაზვეზდა ირაკლი დაიღუპები ბიჭო, არავითარ შემთხვევაში სერბეთში მაქ გაგხევენ დაჯდები სკამზე და დაამთავრებ კარიერას სერბებს შენ ხელა მარტო ყვერები აქვთ, გადაგყლაპავენ გაქრები, არა ირაკლი აზაროვი ოღონდ მანდ არა და სერია ბ გერჩივნოს
ბადური
00:27 03-08-2022
5

სიახლეები პოპულარული