"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
პირველ არხზე, გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ. წამყვანმა დავით გორგილაძემ მას ჰკითხა, რა არის ის ფენომენი, რის გამოც ძმებ არველაძეებს აქვთ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა...

"ასე როგორ გითხრათ... რთულია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფენომენზე ვილაპარაკო, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ...

ვფიცავარ ჩემს შვილსა და ძმისშვილებს, რომ არასოდეს არ შემშურებია სხვისი, არასოდეს სხვისი არაფერი არ წამიღია, არ მომიპარავს და თუკი ოდესმე რაიმე შესაძლებლობა მქონია ჩვენს სფეროში, ყველასთვის ხელი გამიმართავს. 

არ მქონია შემთხვევა, რომ როდისმე ვინმესთვის ხელი შემეშალოს. ზოგი ამბობს,
რომ უჩვენოდ არ წყდება არაფერი, უჩვენოდ არ კეთდება არაფერი; ცუდად განწყობილი ხალხი ვინც არის, ამბობს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოშმარი და კლანი...

მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ვთამაშობდი, გვქონდა ასეთი შემთხვევა... ზურა ხიზანიშვილს ურეკავს ერთ-ერთი ფეხბურთელი და ეუბნება, რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლაო...

ზურა შეწუხდა, რას ჰქვია, ნაკრებში გამოგიძახეს და მოსვლა არ გინდაო? - მწვრთნელმა მითხრა, რომ ახლა არ ღირს, რადგან იქ არველაძეები ხელს შეგიშლიანო...

ზურა გადაირია... ასეთი ვიღაცის უპასუხისმგებლო ნათქვამმა შესაძლებელია სიცრუეში შეგიყვანოს. მე ახლა, დღემდე, იმ ბიჭთან ვმეგობრობ და დღემდე არ ვიცი, თუ რომელმა მწვრთნელმა უთხრა ეს.

ბედი ჩვენი, რომ ის მეგობრობდა ზურასთან და მან ხიზაშვილს დაურეკა... ეს ბიჭი აღმოჩნდა ავტობუსში ჩემ გვერდით... ჩამოვიდა ნაკრებში, რადგან ზურამ დააჯერა, რა სისულელეს იძახი, ხომ არ გაგიჟდიო...

10 დღე ვიყავით ერთად შეკრებაზე და ხმა არ ამოუღია... სჩვევიათ ახალწვეულებს, ნაკლებად კონტაქტურია და მორიდებითაა, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება.

ერთი-ორჯერ შევეკითხე, რა გჭირს-მეთქი და გავეხუმრე... ჩვენ ვიცინით, ვაქტიურობთ და ეს არ იღებს ხმას... ბოლოს მითხრა, არაო, გაკვირდებიო... ეს სიტყვები ყურში მომხვდა და მაშინვე ვიფიქრე, რას მაკვირდებოდა?

ანუ მაკვირდებოდა რას... რა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ... "დინამოშიც" ასე იყო და ნაკრებშიც... ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, გარდა ფეხბურთისა. ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და უნდა ვუშველოთ რაღაც მხრივ; მეორეს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, ვიღაცას უჭირს და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ეს ბიჭი...

რომ არ წამოსულიყო ნაკრებში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა... თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ უკვე რაღაცები შეგვეძლო, უცხოეთში ვთამაშობდით... 1994, 1995, 1996 წლებია და მაგ დროს ნაკრებში სულ რაღაც 6-7 ლეგიონერი იყო.

გია გურული იყო წასული, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და ჩვენ. მინიმუმ 3-4 წელი ამ ადამიანებმა ვინახეთ ეროვნული ნაკრები. ჩაცმა, დახურვა, ბუცები, ბურთები, სავარჯიშო, არაფერი არ გვქონდა... სარეცხი მანქანა და ფხვნილიც არ გვქონდა...

ამ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კისერზე გადადიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ცხადაძე და გია გურული იყვნენ პირველი წასულები და რომ ჩამოდიოდნენ, 3-4 წყვილი ბუცი ჩამოჰქონდათ...

მერე მე მივდიოდი და მომქონდა და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მოიტანდა... ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, მერე ამას ვაშრობდით ან ვერ ვაშრობდით, ერთ შხაპში ვბანაობდით და ასე ვთამაშობდით ფეხბურთს...

იმავე მაგალითს მოგიყვები... კომენტარებში ხშირად წერენ იმას, რომ აი "ამ" ფეხბურთელის გამო "იმან" ვერ ითამაშა... ვეთანხმები, ეგრეა, კი...

ვთქვათ, დათო ყიფიანის გამო ვიღაცამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი, იმიტომ, რომ იქ ყიფიანი იყო და ის ადგილი დაკავებული იყო...

როცა აქ თამაშობდა შოთიკო არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კალაძე, ვიღაცა იქ ვერ მოხვდებოდა", - ამბობს არველაძე.

შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს
მკითხველის კომენტარები / 34 /
იყო ისეთი დაცინვები არამარტო არველაძეების მხრიდან, სხვისგანაც ვინც არ იყო თბილისელი ან რუსთაველი უმაღლეს დონეზე იყვნენ გაქილილებული ტოების მხრიდან და უმრავლესობასაც ისინი წარმოადგენდნენ
გიურზა
16 ივლისი 2023 17:58
3
მეც ვთამაშობდი იმ პერიოდში ფეხბურთს, ყველა გუნდში ერთი და იგივე ხდებოდა1 იყვნენ კუტოკებად ბიჭები და გუნდურობა თითქმის არსად არ იყო! არველაძეებთან ერთად არ მითამნაშია, მაგრამ ბევრი მსმენია ამათ აუტანელ "ღადაობაზე" და ტიპობაზე! შენი შუტკები არ მოსწონდათ, თავიანთზე მაგრად ხოდზე იყვნენ და არავის უნდოდა ამათთან ურთიერთობა!
ტარიელ მაღალდაძე
15 აგვისტო 2022 13:14
6
სამწუხაროდ, ძმებზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ვრცელდება. არადა ნაკრებისთვის არც ერთ მათგანს არასდროს არ აუცილებიათ თავი. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ. თანაც კარგი შვილები, მეუღლეები და მამები არიან.
tngh
11 აგვისტო 2022 15:30
4
სპორტალ კვარაცხელიაზე დაწერეთ რამე თუ ბოღმისგან გულზე სკდებით.ფუ ტა სამარცხვინოები ხართ
gigi
11 აგვისტო 2022 14:21
11
ბოღმისგან გამსკდრები არიან უკვე დაუწერიათ დისლაიქები..ფუ სამარცხვინოები
11 აგვისტო 2022 16:06
2
Arveladzeebi tviton topebi ikvnen da arian dzmao!!!shurian xalxs kidev ra gamolevs...ert facts getkvit egeni rom wavidnen nakrebidan(qinqladzestan ertad)erti axlobeli menizlaveboda awin eshvela qartul fexburtso(mere ki mitxra ra martali ikavio da shecdoma agiara)...xoda mis mere kargaxans nakrebi sul boloze an boloswina adgils ver gascda tan zogjer 10 tamashidan xan 3 da xan 5 goli qondat sul gatanili...ase rom sanam chvenebis dafasebas ar viswavlit(sicocxleshi da ara sikvdilis shemdeg) manam araferi ar gveshveleba qartvelebs...
Givi
11 აგვისტო 2022 13:46
2
არველაძეების წვლილს ქართულ ფეხბურთში ვერავინ წაშლის, მაგრამ მათ დროს კლანურობა და არაგუნდურობა, რომ იყო ამასაც უნდა აღნიშვნა. ჩვენ რაც გვჭირს არის იმის ბრალი რომ მოვლენებს სწორად არ ვაფასებთ. თუნდაც კომენტატორები პირში იგუბებენ წყალს რეპორტაჟის წაყვანისას, თქვი შე კაიკაცო სათქმელი- საქები შეაქე, საკრიტიკო აკრიტიკე ჯანსაღად. გამონაკლისია თუ ჩვენს გუნდში ლეგიონერი თამაშობს მაშინ კი მასზე გადაატეხავენ ჯოხს. ესაა სამწუხაროდ სუბიექტურობის ბრალი, იმედეია გამგები გაიგებს!
niko
11 აგვისტო 2022 12:41
1
ჯანსაღად რომ შეაფასო, კომპეტენტური უნდა იყო,ინტელექტი უნდა გააჩნდეს, დღეს სიცრუის და სიბრიყვის აღლუმის ქვეყნად,რა გასაკვირია ფეხბურთში იგივე ხდებოდეს? ჩვენ ილუზიებიდან ვერ გამოვსულვართ ჯერ, რეალობა ისე შორია როგორც მარსი!
Ანზორი
12 აგვისტო 2022 14:50
0
არვალაძის თაობის ფეხბურთელებთან, ეხლანდელი ნაკრების ფეხბურთელები შესაძლოა ტალანტით ახლოსაც ვერ მივიდნენ, თუმცა, ამ ფორმაციის ნაკრებს ახასიათებს გუნდურობა, რაც იმ დროს არ იყო.არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მარა მიწევს: "კუტოკებად" იყვნენ დაყოფილები, ზოგს უფრო დიდი მადა ჰქონდა, ზოგს ნაკლები.სწორად აღნიშნა აქ ერთმა წესიერმა ადამიანმა, ჯანაშიას პასებს არ აძლევდნენ და სოფლელს ეძახდნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არადა ჯანაშია მართლა მაგარი ფორვარდი იყო, თუმცა ისიც უდისციპლინო.ასეა, ცოტა იმან, ცოტა ამან და საბოლოო ჯამში ვერაფერს მიაღწიეთ.
p.s.გაუტანლობა ანუ ქართული სენი!
თომა
11 აგვისტო 2022 12:07
0
შური-მური არ უნდა ამ ამბავს. ვისაც ამ თაობის ნაკრების თამაშები თავის დროზე აქვს ნანახი, კარგად იცის რა ფეხბურთსაც თამაშობდნენ და რა მოსაზრებები იყო მათ თავდადებაზე ნაკრებში. უბრალოდ, როგორც ახალგარდაცვლილი ცნობილი ადამიანის შემთხვევაშია, სიცოცხლეში რომ აკრიტიკებდენ (სამართლიანად) და მერე უცებ ყველას რომ გული მოუჩვილდება და ცრემლებად იღვრებიან ისეთი ამბავია ამ თაობის ფეხბურთელებთან მიმართებით.
შეტევა
11 აგვისტო 2022 10:50
2
ცალკე აღებული კი იყავით მაშინდელ ნაკრებში ყველა მაგარი მარა ერთმანეთის გატანა არ გქონდათ და გუნდურად ამიტო ვერ თამაშობდით თორე ახლანდელები თქვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ მაგრამ ესენი გუნდურად თამაშობენ და თქვენზე კარგი შედეგი რო ექნებათ ნუ გეწყინებათ
1.2.3.4.5.6.
11 აგვისტო 2022 10:45
0
ეს ჩვენი სენია აჩიკო, სამწუხაროდ!!! თუ ვიღაცა წარმატებული ფეხბურთელია ან ზოგადად წარმატგებულია ცხოვრებაში, მისი უნდა გვშურდეს და ათასი სისაძაგლე ვილაპარკოთ. წარმატებები შენ !!!
ვახო
11 აგვისტო 2022 10:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული