გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
საქართველოში ფეხბურთის მმართველი ორგანო არის ფეხბურთის ფედერაცია! რაც შეეხება სტადიონებს და ბაზებს ამას აშენებს სახელწიფო და არაა ფედერაციაა ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია.
რას აკეთებს ფედერაცია მათი მუშაობის დროს რა შედეგი დაიდო თუნდაც საკლუბო ან სანაკრებო დონეზე ოქრის შანსი მივიღეთ და გავანიავეთ მაკედონიასთან და საკლუბო დონეზე შევცვალეთ კალენდარი შევამცირეთ გუნდების რაოდენობა და იმაზე უარესი შედეგი გვაქვს ვიდრე ადრე გვქონდა მე ბევრად მირჩევნია 18 გუნდიანი ჩემპიონატი და ჩვეულებრივი კალენდარი იმას რაც არის დღეს ვერც ინვესტიციები ვერ მოიზიდეს ქართულ ფეხბურთში ვერც პოპულარიზაცია გააკეთეს ქართული ფეხბურთის შექმენეს რაღაც გაუგებარი ფონდი რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა და ახლა ნაკრების თამაშს არიან ამოფარებულები ნაკრების თამაში და ნაკრების წარმატება არის ერთი კაცის დამსახურება ხვიჩა კვარაცხელია. რომ არაა კვარაა ამ ჯგუფში სად ვიქნებოდით და რომელ ადგილზე ეგ თავადგანსაჯეთ რას თამაშობს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე.
არაკომპედენტური არაპროფესიონალები ერთგვარი საძმო მოაჯდა ფედერაციას ყველა ჩამოწერილი ყოფილი ფეხბურთელი ყველა უსაქმური შეყარეს იქ და ახლა და უხდიან ჩვენს ფულს არაფრის კეთებაში.
ზურა
14 აგვისტო 2022 16:10
1
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით); უყურეთ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. არცერთი ქართული კლუბი შედეგებზე ორიენტირებული არ და ვერ იქნება.
jorj
14 აგვისტო 2022 10:05
1
კლუბებში მომუშავე ხალხია აქ პასუხისმგებელი და ფედერაცია აქ არაფერ შუაშია რადგან ფედერაცია არ მართავს კლუბებს, ზოგზოგიერთებმა ტვინი გაანძრიეთ სანამ რამეს დაწერთ,ფედერაციამ ბევრი კარგი საქმეები გააკეთა დამნახავი ამას დაინახავს.
qomagi
13 აგვისტო 2022 20:40
6
ზოგი იმას გაიძახოდა, ბათუმის დინამომ, კარგად ითამაშა, ანგრევდა ქვეყნიერებასო. რომ ვაკომენტარებდი, ბევრს არ მოსწონდა. არადა ფაქტია, ბათუმიც და თბილისიც, თავის ნაყარ ნუყარ გუნდებით, არის ნული. მენეჯერები არ უვარგათ ფედერაციაში
მორიელი
13 აგვისტო 2022 20:15
2
რას ბჯუტურებთ ზოგ ზოგიერთები.რა ფედერაცია ავარჯიშებს გუნდებს ცოტა აზრზე მოდით ეს ყველაფერი გუნდების ბრალია და კიდევ მწვრთნელების და ფეგბურთელების კლასი არ გააჩნიათ და რა უნდა გააკეთო
დავით
13 აგვისტო 2022 18:57
4
წინა ფედრაცის დროს ქართულ კლუბებს გაცილებით უკეთესი შედეგები ქონდათ ევროტურნირებზე ვიდრე აქვთ ახლა და რაც შეეხება ნაკრების კარგ თამაშს ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია უბრალოდ თაობა წამოვიდა კარგი ფეხბურთელების დინამოს აკადემიას კოლოსალურად მეტი დამსახურება აქვს ამ ამბავში ვიდრე ფედერაციას ფედერაცია გყავს უსუსტესი ახლა ამოფარებულები არიან ნაკრების შედეგებს თითქოს ნაკრების კარგი თამაში მათი დამსახურება იყოს.
ზურა
13 აგვისტო 2022 16:41
4
Getanxmebi zura sektantia,magram shenc aranaklebi sektanti da tanac uzrdeli hyavxar dedas!
Gela
13 აგვისტო 2022 22:10
3
მაგარი სექტანტი ყავხარ დედაშენს,,რაო დაგავალეს კობიზე ცუდის თქმაა??საინტერესოა როგორ ხდება რო სადაც ცუდი შედეგია იქ ფედერაციის ბრალია და სადაც კარგი შედეგი გვაქვს შედარებით იქ ფედერაცია არაფერ შუაშია??პირიქით მაინც გეთქვა,,ახლა მე გეტყვი სწორე როგორცაა,,ფეხბურთს რაც შეეხება გინდა სანაკრებო იყოს გინდა ასაკობრივები და გინდაც საკლუბო არის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშ კარგი შედეგიც და ცუდი შედეგიც არის მათი ბრალი,,ერთს გეტყვი სანაკრებო ფეხბურთი პირდაპირ ფედერაციის კონტროლის ქვეშაა რადგან მწვრთნელსაც ფედერაცია ნიშნავს და შეკრებებსაც ფედერაცია აწყობს,,დარწმუნებული ვარ ნაკრებმა რო წაგებები დაიწყოს აკივლდები არიქა კობიაშვილის ბრალიაო,,ეგრე გარიგებენ და შენც ბჟუტურობ რაგაცებს,,საკლუბო კერძო მეპატრონეების ხელშია და მაგათი წაგება უფრო არაა კობის ბრალი თუ სანაკრებო წაგება??რაც შეეხება წინა ფედერაციას,,დათვლილი გაქვს რამდენი სტადიონი დაანგრიეს და კორპუსი ააშენეს მაგათ დროოს??ან კობის დროს დათვლილი გაქვს რამდენი სტადიონი გარემონტდა ახალი აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურაა??დარწმუნებული ვარ დათვლილი გექნებათ შენ და შენ სექტას უბრალოდ ძაან დიდ ციფრებზე გახვედით და შეგნებულად არ დაწერე ეგ,,ესეთი ქათამი რა დაიბადე იმასაც რო ვერ აცნობიერებ ფეხბურთი რო ფეხბურთის ფედერაციის საქმეა და რაგბი კიდე რაგბის
გელა
13 აგვისტო 2022 19:38
9
რა ნამუსით იტყვიან ზოგიერთები ფედერაცია კარგად მუშაობსო? თუმცა მაგათ ნამუსი დიდი ხნის დაკარგული აქვთ!
***
13 აგვისტო 2022 15:47
4
სიმართლე არავის აინტერესებს თორემ ამდენი წლის განმავლობაში უცხოეთიდან ერთხელ მაინც მოიწვევდნენ ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს თანამედროვე ფეხბურთს ასწავლიდნენ და ისინი კიდევ ახალ თაობას ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ.
ამიტომ გახდა საჭირო ფეხბურთში ბევრი ფულის ჩადების შემდეგ კიდევ უფრო მეტის ჩადება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
ბევრად ჩვენზე ნაკლებ ბიუჯეტიანი გუნდები ბევრად უკეთეს შედეგებს დებენ და მხოლოდ ფულის სიმცირეზე აქცენტის გაკეთება გაუბედურებული ქართული ფეხბურთის შედეგს არასოდეს გააუმჯობესებს!
Guja Kakhadze
13 აგვისტო 2022 14:30
1
უფსკრულისკენ მიექანება საკლუბო ფეხბურთი.სავალალო მდგომარეობაა ბავშთა ფეხბურთში.სადაც ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება უსახსრობის გამო,ასევე პრობლეემაა სათამაშო მინდვრები,რომელთა უმრავლესობა გაიყიდა.და რას აკეთებს ამ დროს ფეხბურთის განვითარებისთვის ფედერაცია? - არც არაფერს.
gio gio
13 აგვისტო 2022 12:12
2
დუბლების ჩემპიონატი რაც გაუქმდა მაგრად დაგვეტყო რეგრესი,ვინც ძირითადში ვერ ხვდებოდა დუბლებში თამაშით ინარჩუნებდა ფორმას
მალხაზი
13 აგვისტო 2022 11:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული