გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ბოდიში მომითხოვია მაგრამ ეს ქულები მემგონი რამოდენიმე წლის შედეგებით ჯამდება არა? ბოდიშია მომითხოვია მეორედ და წელს ისლანდიამ, მაკედონიამ, და ლიხტენშტეინმა ჩვენზე წინ გაიყვანეს გუნდები. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და გიბრალტარის გუნდმა წინა წელა ჯგუფური ითამაშა. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და ნუ გადააკვდით ამ ლეგიონერებს კარგად ნახეთ ისლანდიის ფარერების მოლდოვეთის კოსოვოს ირლანდიის გუნდები საკუთარი ფეხბურთელებით არიან. ეს ყველაფერი კიდე - ბოდიში მომითხოვია და იმის ბრალია რონ ესენი ჯერ სპორცმენები უნდა გახდნენ და მერე ფეხბურთელები. ჯერ ცოტა ხინკალი ხეთქონ, დილით ადრე ადგომა ისწავლონ, ღამე ადრე დაწოლა, წყლის წორად მიღება, ტელევიზორთან ღამეების არ თენება, რაღაცეების ცოტა მოწევა, ცოტა დალევა, ცოტა ბლატაობა და 10-15 წელიწადში გამოვა რაღაც.
იბერია
12 აგვისტო 2022 15:44
0
არაუშავს ზატო გლდანი აყვავდა რაც კობი მოვიდა
გოგა
12 აგვისტო 2022 22:14
4
:დდდდდდდ
ილია
13 აგვისტო 2022 01:15
3
ხო კიდევ 1 საკითხი. პრობლემა კიდე ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. არაკვალიფიცირებული მწვრთნელები გვყავს. ფულს არუნდა იხდიდეს ბავშვი. უნდა იყოს ისე რომ მხოლოდ ნიჭიერს ტოვებდნენ გუნდში და უვლიდნენ უფასოდ. ეხლა კიდე ისეა ვისაც კუში აქ იმას მეტი შანსი აქ. გული უცრუვდება ბევრს და ანებებს.
levan
12 აგვისტო 2022 16:52
0
ეს ბავშვთა ფეხბურთი მესმის უკვე 25 წელია და ვთვლი,რომ არ უნდა იყოს ბავშვთა ფეხბურთზე დამოკიდებული კერძო კლუბი,რომელსაც ევროტურნირზე გასვლა აქვს მიზნად.ფიფიამ რაც ფული დახარჯა აკადემიაზე,მაგ ფასად 5 ძლიერ ლეგიონერს ან უკვე გამზადებულ მოთამაშეს იყიდდა და 1 ხელ მაინც გავიდოდა ევროტურნირზე.რამდენი ბავშვი გაიზარდა აქ მაგრამ გაჩერდა ვინმე აქაურ კლიბებში?ხო ხედავთ გარბიან დაბალი დობის კლუბებშიც კი რადგან მეტი ხელფასია იქ და თუ ფული არ არის,იძახეთ ბავშვთა ფეხბუღთი,ბავშვთა ფეხბურთი.
qomagi
13 აგვისტო 2022 02:20
6
ეს რისი ბრალია იცით? კობიაშვილი, თან რომ გლდანის მაჟორიტარია და თან ფედერათის მცოდნე სჭირდება. ტიპს ყველა ძმაკაცი ფედერაციაში ჰყავს დასაქნებული. ნორმალური ფეხბურთელი არ ნიშნავს რო კარგი საფეხბურთო მენეჯერი ხარ.
levan
12 აგვისტო 2022 16:49
3
კანონით აკრძალულია 2 სამსახურში მუშაობა და ეგ რანაირად მუშაობს საინტერესოა .. + ამას ამხელა ფედერაციის მართვა და ყველაზე დიდი უბნის მაჟორიტარობა.. პურის ცხობა ხომ არაა არა??? მაგიტომ ვართ იქ სადაც ვართ. არ მიკვირს ))
ილია
12 აგვისტო 2022 18:20
2
47ე ეგეც ბევრია ჩვენთვის მაგდენი რომ მოვახერხეთ
Giorgi
13 აგვისტო 2022 00:19
4
ასე მიიღება გასაოგნებელი გაოგნების გარეშე!
Giorgi-ს
13 აგვისტო 2022 01:19
2
გააკათეთ ყველაფერი, ბოლოდან პირველ ადგილზე რომ გადავინაცვლოთ. ისტორიას შემორჩება ეს შედეგები.
ზურაბ
12 აგვისტო 2022 16:16
3
კიდევ კარგი შედეგია, გამიკვირდა მაკედონიამ და უელსმა რომ ვერ გაგვასწრეს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბოლო ადგილზე ვართ. ვაი ჩვენს პატრონს. საბჭოეთში მესამე ყოველთვის ვიყავით. ვიცი ფული გადამწყვეტია მაგრამ ისეთი ქვეყნები გვისწრებენ ფეხბურთი საერთოდ რა არის არც იცოდნენ.
გია
12 აგვისტო 2022 16:00
1
ნორმალური დონის ლეგიონერებს არ ყიდულობენ, ვინც ფეხბურთს საქართველოს პირობებზე საშუალოზე მაღალ დონეზე თამაშობს ეგრევე გარბის და აქ ვინ რჩება?? დღევანდელი რეალობა არის მარტო ნაკრების იმედზე ყოფნა.
zaza
12 აგვისტო 2022 15:20
4
უკაცრავად და ფარერების გუნდები რომელი ნორმალური ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული ოფიციალურად ნახევარი გუნდის ფეხბურთელი ან მეხანძრეა ან მეთევზე
იბერია
12 აგვისტო 2022 15:50
2
მადლობა ფედერაციას ერთგულებისა და სწორად გაწეული სამუშაოსთვის! დალშე საიუზის ჰიმნი მოყვება))
Путин В.В.
12 აგვისტო 2022 18:13
8
ვაი ფედეაცია ტტტტტტტტტტტტტ
o o n
12 აგვისტო 2022 20:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული