"ოქრიაშვილი დაგვიკავშირდა და ეს საჩუქარი გადმოგვცა" - თორნიკე საფეხბურთო აკადემიას დაეხმარა

AutoSharing Option
საფეხბურთო აკადემია "უქიმერიონი თბილისი" Facebook-ით სასიამოვნო ამბავს ავრცელებს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე საქციელზე წერს.

როგორც ირკვევა, ოქრიაშვილმა, ზემოთ აღნიშნულ აკადემიას, საჩუქრად ბურთები და სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.

"დღეს ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაგვიკავშირდა.

ოქრიმ ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვა. ის ჩვენს აკადემიას საჩუქრად ბურთებს და სავარჯიშო ინვენტარს გადასაცემს.

გვინდა მთელი აკადემიის სახელით ოქრის დიდი მადლობა გადავუხადოთ და დიდი წარმატებები ვუსურვოთ ! ", - წერია პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც
ოქრიაშვილი მსგავს საჩუქარს აკეთებს. მან 3 კვირის წინ 94-ე საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდს ბურთები და სავარჯიშო ინვერტარი შეუძინა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი კაცია ოქრი, შეიძლება ცოტა არეული კარიერა ჰქონდა და გული გვწყდება ყველას იმიტომ, რომ მეტი შეეძლო, მაგრამ მართლა ჯიგარია, ისეთი როგორი გულითაც ნაკრებში თამაშობს !
გიონატ
01:38 15-08-2022
0
ბიჭებო, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა და გაახარეთ ბავშვები, მათთვის დიდი სტიმულია უბრალო ყურადღებაც კი, მით უმეტეს თქვენი ნაყიდი ბურთის გორება და ფორმით თამაში.
ჟორა
15:25 14-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული