თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
Buba axali xom araferi ici kidev chvenebis karg transferze?)) Magalitad zurikoze sad aortqlda es bichi???
Givi
13:20 19-08-2022
0
რაც ის საღორეთის წუმპე დაიკეტა ჩვენი ბიჭები ნელ ნელა ევროპისკენ დაიძრნენ. თუ ყველაფერში მოვახარხებთ მაგ საღორეთან ჩამოშორებას ესეც მთლიანად ქვეყანას წაადგება განვითარებისათვის. მაგადზე გამობმა რამე სახით მითომეტეს ახლა კატასტროფის ტოლფასია.
G.LA
10:36 19-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული