"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მშვენივრად დაიწყო და სერია "ა"-ში უკვე 3 გოლისა და 1 საგოლე პასი ავტორია. იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ემოციურ "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

მან ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!

"მეც ქართველი ვარ!!!" - ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს, ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!

30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ
შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა.

მადლობა, ხვიჩა!"

კვარაცხელია და "ნაპოლი" მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, ფლორენციაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავენ.

altჩემპიონთა ლიგა არკვევს - ხვიჩა, ნეიმარი, ფატი თუ მანე?

alt"საყვარელო, მშობლები სახლში არ არიან, მოხვალ ჩემთან?!" - იტალიელი ჟურნალისტი "კვარას" შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქალი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა მომვლელად მუშაობს და ხშირად მუდმივი დამცირების ატანა უწევთ. ამას გულისხმობდა ეს ჟურნალისტი და არა ისეთ ემიგრანტებს, ხანდახან არასტანდარტული ზომის "საროჩქებს' და "აჩქებს"რომ აგზავნიან ძმაბიჭებთან.
შეტევა
20:52 26-08-2022
2
აბა რა ვიცი რა ვთქვა, 15 წელი ემიგრანტი ვიყავი. პირადად მე არასოდეს მიგვრძნია არც ემიგრანტების შელახული რეპუტაცია და არც დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა.
არავის არ ვკიცხავ, მაგრამ მგონი ადამიანი თავად აყალიბებს თავის სტატუსს და მდგომარეობას საზოგადოებაში.
Irakliy
13:17 23-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული