უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტოპჩემპიონატების წინა ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა გამოარჩია, ახლა კი 4 ფეხბურთელი წარმოადგინა, რათა გულშემატკივრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, თუ რომელმა მოახდინა გასულ უქმეებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ოთხივე შემტევია - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ნეიმარი (პსჟ), ანსუ ფატი ("არსელონა") და სადიო მანე ("ბაიერნი").
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე "მონცასთან" (4:0) დუბლი იყო, ნეიმარმა "ლილთან" (7:1) 2 გოლს 3 საგოლე პასი მიაყოლა, ფატიმ "სოსიედადთან" (4:1) გოლი და 2 "ასისტი" ჩაიწერა, მანემ კი "ბოხუმთან" (7:0) დუბლი შეასრულა.
ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე,
კვარაცხელიას გოლები ძალიან ეფექტური გამოდგა და ქართველმა შემტევმა თვალისმომჭრელად ითამაშა. "კვარას" ვარსკვლავების გვერდით უკვე თამამად ასახელებენ.
კვარაცხელიას გოლს უეფას ჩემპიონთა ლიგა გამოეხმაურა - საერთო ნეიმართან, დემბელესა და მუსაილასთან