მეხუთე ტურის შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებს ჯერ არ ჩაუტარებია. ბერძნები დღეს, 24 სექტემბერს (22:45 სთ), კვიპროსს ესტუმრებიან. ეს მატჩი
ქეცბაიას გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მათი მთავარი მიზანი ისაა, ქვედა დივიზიონში არ დაქვეითდნენ. ამ საქმეში მთავარი კონკურენტი ჩრდ. ირლანდიის ნაკრებია, კოსოვოელებს კი, რომელსაც ქართველი სპეციალისტის შეგირდები უკანასკნელ ტურში ესტუმრებიან, 6 ქულა აქვთ.
კვიპროსის ნაკრებში ერთი სიახლეა. ქეცბაიამ ქვეყნის ჩემპიონ "აპოლონის" 35 წლის მცველი, ვალენტინ რობერჟი გამოიძახა. წარმოშობით ფრანგმა კვიპროსული პასპორტი ახლახან აიღო.
თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში ესტონეთის ნაკრების ძლევას არ ჩავთვლით, კვიპროსელებს ძალიან ცუდი დროება უდგათ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით (0:6) დამარცხდნენ და ნაკლები დღე არც მალტელებისგან დაჰყრიათ (0:3). მათი ერთადერთი გამონათება სლოვენიის ნაკრებთან მოგება (1:0) იყო.
ასე რომ, ორმაგი მოტივაცია გვაქვს, თემურ ქეცბაიას ვუქომაგოთ, "ერთა ლიგის" ნახევარფინალის (ერთმატჩიანი) ისევ თბილისში თამაში თუ გვსურს, კონკურენტებს (ამ შემთხვევაში ბერძნებს) უნდა ვაჯობოთ. აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გასული რომელიმე ნაკრები ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავა, მაშინ პლეი-ოფში მას სხვა ჩაანაცვლებს.
ქეცბაიას წარმატების გასაღები, საკადრო რესურსი და მნიშვნელობა საქართველოს ნაკრებისთვის