ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
მადლობა ბატონო თემურ, ნამდვილი პატრიოტი კაცი ხართ.
გიზოგ
05:06 25-09-2022
0
აქ რომ წერთ რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებითო!ჯერ ერთი თურქეთთან და ბერძნებთან შეხვედრას თბილისში ბევრად გვირჩევნია ყაზახეთთან თამაში რადგან ბევრად იოლი მეტოქეა ვიდრე ის ორი ეს ისტორიულად დამტკიცებულია,მეორე ის რომ ბერძნები და თურქები თუ ერთმანეთს შეერკინებიან იოლი თამაში არცერთს არ ექნება და შესაბამისად ბოლომდე დაიხარჯება არაა გამორიცხული წითელი ბარათები.მესამე ის რომ ერთი ძლიერის დამარცხება ბევრად შესაძლებელია ვიდრე ორის სამ ოთხ დღეში რომ გიწევს თამაში.
ასე რომ აზრი ძალიან დიდი აქვს,თან ფინალი კენჭისყრით არის სად გაიმართება და ეგეც თუ სახლში მოგვიწია ხო საერთოდ მაგარი.
ელადა
10:18 25-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული