ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
მადლობა ბატონო თემურ, ნამდვილი პატრიოტი კაცი ხართ.
გიზოგ
25 სექტემბერი 2022 05:06
0
აქ რომ წერთ რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებითო!ჯერ ერთი თურქეთთან და ბერძნებთან შეხვედრას თბილისში ბევრად გვირჩევნია ყაზახეთთან თამაში რადგან ბევრად იოლი მეტოქეა ვიდრე ის ორი ეს ისტორიულად დამტკიცებულია,მეორე ის რომ ბერძნები და თურქები თუ ერთმანეთს შეერკინებიან იოლი თამაში არცერთს არ ექნება და შესაბამისად ბოლომდე დაიხარჯება არაა გამორიცხული წითელი ბარათები.მესამე ის რომ ერთი ძლიერის დამარცხება ბევრად შესაძლებელია ვიდრე ორის სამ ოთხ დღეში რომ გიწევს თამაში.
ასე რომ აზრი ძალიან დიდი აქვს,თან ფინალი კენჭისყრით არის სად გაიმართება და ეგეც თუ სახლში მოგვიწია ხო საერთოდ მაგარი.
ელადა
25 სექტემბერი 2022 10:18
1
არანაირი მათემატიკა არ გვჭირდება, ერთადერთი ჩვენი საქმეა რომ პირველზე გავიდეთ და ორივე თამაში სახლში ვითამაშოთ. იმათ რაც უნდა ის უქნიათ
გუჯი
25 სექტემბერი 2022 04:37
7
მეორე თამაშს რომ ვუმასპონძლოთ მაგას ბრა კენჭისყრა წყვიტავს, პირველს სახლში ვატარებთ
გელა
25 სექტემბერი 2022 07:29
0
რაც უნდათ ისა ქნან? არაა ეგრე იოლი პირველზე გასვლა, თურქეთი 2 ბურთით გვისწრებს, თან ფარერებთან თამაშობს და რამდენით მოუგებს კაცმა არ იცის, 1 ბურთით რომ მოუგოს, ჩვენ 4 ბურთის სხვაობა დაგვჭირდება გიბრალტართან, და ა,შ, ანუ მაინც მათემატიკაა ჩარეული საქმეში, ფარერებმა რომ ქულა დააკარგვინოს თურქეთსეს ძნელი დასაჯერებელია, ნეტავ კი და მერე მათემატიკა აღარ გახდება აქტუალური....
ვასილიჩი
25 სექტემბერი 2022 05:26
0
გილოცავ თემურ წარმატებები. ორივე ნაკრებისთვის მაგარი საქმე გააკეთე. მაგარი კაცი ხარ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
25 სექტემბერი 2022 00:55
1
კვიპროსის მოგება იმას ნიშნავს რომ მინიმუმ ნახევარფინალს სახლში ვთამაშობთდა დიდი შანსია ფინალიც სახლში ვითამაშოთ.მადლობა ქეცბაიას.
გერმანია
25 სექტემბერი 2022 00:55
1
ფინალს რა შემთხვევაში ვითამაშებთ სახლში?
რიკი
25 სექტემბერი 2022 01:09
1
ეგ წილისყრით ვლინდება.
რიკის
25 სექტემბერი 2022 01:32
2
…ჩვენი სამშობლოს უზომოდ მოყვარული ქართველი!!!
დათო
25 სექტემბერი 2022 12:33
0
საღოლ ქეცბო! კიდევ ერთხელ უჯიგრა საქართველოს! გაიხარე თემურ!
დათო
25 სექტემბერი 2022 11:01
0
მაგარი ადამიანი და დიდი პიროვნება! ქართველი კაცი ამ სიტყვის სრული გაგებით!. ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის! მადლობა!
ირაკლი
25 სექტემბერი 2022 15:57
0
მგონი არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელზე გავა.
ჩვენი ნაკრები გასვლაზე უკეთ თამაშობს.
აქ რაც უმედს მაძლევს თურქეთიც და საბერძნეთიც არ ყოფილან უძლებელი ნაკრებები.
სადაც კვიპროსთან და ლუქსემბურგთან წაიფორთხილეს ესეიგი ჩვენც შეგვიძლია მოგება.
Las
25 სექტემბერი 2022 01:51
1
ბრავო ქეცბას!!! მისი იმედი, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს!!! მთავარია თურქეთისა და ყაზახეთის თამაშების შედეგები დაჯდეს საჭიროებისამებრ, მერე საბერძნეთმა რაც უნდა ის ქნას))
დდ
25 სექტემბერი 2022 02:23
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული