ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
თურქეთს კი ეცოდინება ყაზახეთის ანგარიში მადა სახლის უპირატესობას ხო არ დაკარგავს კაცო. თან თურქეთი მაინც ფავორიტია და ეცდება დიდი ანგარიშით მოიგოს ხვალ. ნეტა თურქეთმა წააგის და ჩვენ ორივე სახლში გვქონდეს და არ აქ აზრი ვის შევხვდებით
ანზ
25 სექტემბერი 2022 09:43
2
რა პოსტზეც არ უნდა მუშაობდეს, გულიც საქართველოსთვის უძგერს და საქმესაც ქართულს აკეთებს ეს კაცი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ღირსების ორდენი არ ასცდებოდა. ძმობაც სამაგალითო იცის - სადაც არ უნდა იყოს, სოსო ჭედია მუდამ უმშვენებს გვერდს.
ქომაგი
25 სექტემბერი 2022 06:52
3
კაი იქნება ნახ ფინალი ყაზახეთი და ფინალი თურქეთი.და მერე თურქეთი შესარჩევიდან გავიდეს ფინალს წნეხის გარეშე ვითამაშებთ გარანტირებული გვექნება საგზური.მგონი ასეა
მოსეხონელი
25 სექტემბერი 2022 06:51
3
ფიზიკურად ვერ მოხდება ეგ. თურქეთი თუ გავიდა არც ნახევარფინალს ათამაშებენ და შესაბამისად ვერც ფინალში გავლენ
დავითი
25 სექტემბერი 2022 15:28
0
თუ თურქეთი საბერძნეთი ან თუნდაც ჩვენ შესარჩევიდან გავალთ ევროპის ჩემპზე მაშინ ჩვენს მაგივრად ითამაშებს ჩვენს შემდეგ გასული გუნდი და ესეა სხვა ჯგუფებშიც,,იმის იმედი არ უნდა გვქონდეს რო უმოტივაციო გუნდს შევხვდებით ჯერ შესარჩევები იქნება და მერე ეს ფლეიოფები და ფინალი,,თუმცა მაინც უკეთესი იქნება მეორე ადგილზე გასულს შევხვდეთ თუკი თურქეთი ან საბერ შესარჩევიდან გავლენ,,რაც არ უნდა იყოს ჯგუფის გამარჯვებულთან თამაშს ჯობს მეორე ადგილოსანთან თამაში თან თურქეთს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ყავს მაგათ ისევ საბერძნეთი ჯობია შეგვხვდეს ბოლო-ბოლო სანიოლის ნაკრები ორჯერ შეხვდა და რაგაც დასკვნებს მაინც გააკეთებენ,,
მოსეხონელს
25 სექტემბერი 2022 11:25
1
საღოლ თემურ.
Status quo
25 სექტემბერი 2022 06:50
0
რა მაგარი კაცი ხარ თემურ! ყოველთვის იყავი და ხარ ჯიგრიანი ქართველი! ღმერთმა ხელი მიგიმართოს!
Bv
25 სექტემბერი 2022 05:42
0
მადლობა ბატონო თემურ, ნამდვილი პატრიოტი კაცი ხართ.
გიზოგ
25 სექტემბერი 2022 05:06
0
არანაირი მათემატიკა არ გვჭირდება, ერთადერთი ჩვენი საქმეა რომ პირველზე გავიდეთ და ორივე თამაში სახლში ვითამაშოთ. იმათ რაც უნდა ის უქნიათ
გუჯი
25 სექტემბერი 2022 04:37
7
მეორე თამაშს რომ ვუმასპონძლოთ მაგას ბრა კენჭისყრა წყვიტავს, პირველს სახლში ვატარებთ
გელა
25 სექტემბერი 2022 07:29
0
რაც უნდათ ისა ქნან? არაა ეგრე იოლი პირველზე გასვლა, თურქეთი 2 ბურთით გვისწრებს, თან ფარერებთან თამაშობს და რამდენით მოუგებს კაცმა არ იცის, 1 ბურთით რომ მოუგოს, ჩვენ 4 ბურთის სხვაობა დაგვჭირდება გიბრალტართან, და ა,შ, ანუ მაინც მათემატიკაა ჩარეული საქმეში, ფარერებმა რომ ქულა დააკარგვინოს თურქეთსეს ძნელი დასაჯერებელია, ნეტავ კი და მერე მათემატიკა აღარ გახდება აქტუალური....
ვასილიჩი
25 სექტემბერი 2022 05:26
0
რა მნიშვნელობაა, ვის შევხვდებით ნახევარფინალში? ევროპაზე გასვლა თუ გვინდა, მაინც ნებისმიერს ამ სამეულიდან უნდა ვაჯობოთ. მთავარი ამოცანაა: გიბრალტარს რომ მოვუგოთ და ნახევარფინალი თბილისში ვითამაშოთ. ბურთი მრგვალია, რა იცი გიბრალტარის სტადიონზე საითქენ გაგორდება. ფეხბურთია. აქ, რაგბისთან განსხვავებით, ხანდახან სენსაციებიც ხდება.
ასე რომ, მოვუგოთ გიბრალტარს და მერე დაველოდოთ თბილისში უფრო სერიოზულ მოტოქეს.
კოტე
25 სექტემბერი 2022 04:29
0
მთავარია სახლში ვითამაშოთ,რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით,სხვა გუნდებს სახლში ყველას უნდა მოვუგოთ თუ ევროპის ჩემპიონატზე გვინდა თამაში.ასე,რომ ჩვენი თამაში უნდა მოვიგოთ დამაჯერებლად ან პირველზე უნდა გავიდეთ ან მეორეზე.
გიო
25 სექტემბერი 2022 04:24
0
და რა პონტში გგონიათ რო ჩვენთან თამაში ვინმეს ეიოლება უკვე და ისინი ჩვენს აცილებას არ ეცდებიან??? :)))
mirosan
25 სექტემბერი 2022 02:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული