ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
ემანდ ისე არ ვქნათ, რომ თურქეთსაც გადავასწროთ და საბერძნეთი გვერგოს ;) თუმცა რომელიღაც მაგათგანაც გვერგება (იმედია)
ვვვ
25 სექტემბერი 2022 01:13
1
26-ში, გიბრალტართან თამაშის წინ გვეცოდინება თამაშების (ფარერები - თურქეთი და
აზერბაიჯანი - ყაზახეთი) შედეგები. შესაბამისად შეგვიძლია ავირჩიოთ მოწინააღმდეგე. საბერძნეთი 27-ში თამაშობს და ვიცით 15 ქულაზე მეტს ვერ დააგროვებს.
მაგარია!
25 სექტემბერი 2022 01:09
1
როგორ ავირჩევთ? ყაზახეთი მოიგებს თუ ვერ მოიგებს ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ, თუ ვერ მოიგო ფრეც გვაწყობს და მაგ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ ფრეზე ვერ ვითამაშებთ, ბურთია რა ვიცით ბოლო წუთებზე გაუვარდეთ და გაგვიტანონ მერე ხო მასპინძლობას ვკარგავთ საერთოდ. ასე რომ მგონია არ ღირს გარისკვა მოსაგები უნდა მოვიგოთ ყველა ვარიანტში... აი საბერძნეთს უფრო ექნება ასარჩევად საქმე თუ ყაზახეთმა ვერ მოიგო. შეხედავს ჩვენ გავალთ პირველზე თუ თურქეთი და იმის მიხედვით ეცდება შედეგის დადებას მოიგოს და ყაზახეთს გაასწროს თუ არ მოიგოს და დარჩეს მეოთხეზე იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თურქეთში თამაში არ ენდომებათ მაგათ, ერთმანეთის მტრები არიან და ჯოჯოხეთს მოუწყობენ მაგათ თურქები..... ასე რომ მაინც ყაზახეთს უნდა ვუქომაგოთ რომ მოიგონ და ჯობია ისე მოვიგოთ რომ თურქეთს არ გადავასწროთ ბურთებით რომ ყაზახებზე გავიდეთ და თურქეთმა და საბერძნეთმა კი შეაკლან ერთმანეთს თავი ფინალის წინ
PIRLO
25 სექტემბერი 2022 01:55
1
ყაზახეთი ყველაზე კარგი ვარიანტია.ოღონდ უნდა დაველოდოთ სხვების შედეგებსაც.
პატო
25 სექტემბერი 2022 00:57
0
კვიპროსის მოგება იმას ნიშნავს რომ მინიმუმ ნახევარფინალს სახლში ვთამაშობთდა დიდი შანსია ფინალიც სახლში ვითამაშოთ.მადლობა ქეცბაიას.
გერმანია
25 სექტემბერი 2022 00:55
1
ეგ წილისყრით ვლინდება.
რიკის
25 სექტემბერი 2022 01:32
2
ფინალს რა შემთხვევაში ვითამაშებთ სახლში?
რიკი
25 სექტემბერი 2022 01:09
1
გილოცავ თემურ წარმატებები. ორივე ნაკრებისთვის მაგარი საქმე გააკეთე. მაგარი კაცი ხარ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
25 სექტემბერი 2022 00:55
1
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, თურქეთი საბერძნეთს. კარგია!
ყოჩაღ თემურ!
25 სექტემბერი 2022 00:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული