"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
ეს რუსული აზროვნება და მენტალიტეტი ძალიან იზრდება და ჭარბობს კომპლეკსები სადაც შოვინისტობაში და შისში გადადის. როგორი ერთი ერთში ემთხვევა რუსების ნაამბობს ამათუ იმ გუნდებზე ან ქვეყნებზე ზემოდან გადახედვით გაიხსენეთ
giorgi
02 ოქტომბერი 2022 14:37
4
რას გულისხმობს სოფლის გინდში? ესე დაკნინება როგორ შეიძლება ნეაპოლია სოფელი? თბილისი მისი ოკრიბათი, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიით სადაც ფსლიკის სუნით ყაარს ყველაფერი და წერეთლის ულამაზესი ბაზრობით მსოფლიო დედაქალაქია? თუ რას საუბრობ ჟერ სადაც ხარ იმას მიხედე
beqa
02 ოქტომბერი 2022 14:33
2
ეტყობა მაგარ ხოდზე იყავი, ეგ როცა თქვი, ვინაა სოფლის გუნდი?! რასპადორი სკამზე უზის, ის გუნდი სოფლის როგორაა, ან რა ბაზარია ეს, რა საჭიროა, თუნდაც ეგრე იყოს ბლინ....
D
02 ოქტომბერი 2022 14:33
1
ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება, ესაა უნებლიე ან შეგნებული მავნებლობა ხვიჩას წინააღმდეგ, ზრდასრულმა აფამიანებმა ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლონ!
ელგუჯა
02 ოქტომბერი 2022 14:32
1
კითხვა რატომ გადავიდა სოფლის გუნდში სამეფო გუნდი არ ჯობდა? :)
ნოდო
02 ოქტომბერი 2022 14:31
3
ხალხო, თქვენ ვერ გაიგეთ, აქ კონკრეტულად ამ შემადგენლობის "ნაპოლიზე" კი არ საუბრობს, ზოგადად კლუბზე და იმ გრანდების ფონზე, რომელიც ჩამოთვალა მართლაც ასეა...
goga
02 ოქტომბერი 2022 14:21
36
რომელი სოფლის გუნდის პრეზიდენტი ხარ ეხლა ის თქვი. რაც შეეხება ნაპოლის, კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ.
gio
02 ოქტომბერი 2022 14:19
2
მერაბ ეგ რა წამოდცდა? ალბათ ლანჩხუთის გურიაზე ფიქრობდი მაგ დროს.
ვაჟა მასწავლებელი
02 ოქტომბერი 2022 14:15
2
ძაან არა კორექტული და გრუზინული შეფასება. სიმართლეც არ არის რადგან ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია ძალიან კარგი ფეხბურთელებით
დათო
02 ოქტომბერი 2022 14:14
5
Kvelas grxovt nu gadavamlashebt!!!nu vuqmnit problemebs chvens oqros bichs da nurc saqartvelos...
Givi
02 ოქტომბერი 2022 14:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული