"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
ასეთი ლაპარაკი ცოტა არ იყოს და მართლა უხერხულია! ჯერ ესეთი ხვიჩას უნდა ვცეთ პატივი და მერე მისი ახალი გუნდი, ასე არ უნდა შევაფასოთ. ნაპოლი არის კარგი გუნდი და დარწმუნებულები ვართ, თავის ძლიერ საფეხბურთო სიტყვას ნამდვილად იტყვის! სხვა თუ არაფერი ამ გუნდში, დიდი მარადონას სული ტრიალებს! ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს!
თემო
02 ოქტომბერი 2022 18:54
0
ბოროტი და შურიანი კაცის განცხადება, ამას იტალიელებიც კითხულობენ.
გულშემატკივარი
03 ოქტომბერი 2022 09:38
0
რაც გინდათ ისა თქვით,მაგრამ აბრამოვიჩს ეტყობა სულ დაერხა,რადგან მისი სახლის "ბალონკები" უკვე ალაპარაკდნენ. ამ ტიპს რომ ვხედავ სულ შევარდნაძე-თარგამაძის საქართველოში მგონია თავი.რაც მაგათ დამართეს ქვეყანასაც და საერთოდ ხალხს, ნამუსი და სინდისი რომ ჰქონდეს არც ჩამოვიდოდა საქართველოში.
ჟორა
02 ოქტომბერი 2022 18:04
1
Kvelas grxovt nu gadavamlashebt!!!nu vuqmnit problemebs chvens oqros bichs da nurc saqartvelos...
Givi
02 ოქტომბერი 2022 14:14
2
ეს რავა ერდოღანს დამსგავსებია)))ერთი ულვაში აკლია და ეგაა
გიუშა
03 ოქტომბერი 2022 11:14
1
ხალხო, თქვენ ვერ გაიგეთ, აქ კონკრეტულად ამ შემადგენლობის "ნაპოლიზე" კი არ საუბრობს, ზოგადად კლუბზე და იმ გრანდების ფონზე, რომელიც ჩამოთვალა მართლაც ასეა...
goga
02 ოქტომბერი 2022 14:21
36
სოფლის გუნდი ნამდვილად არ არის და ხვიჩას გარეშე, თავისუფლად შეუძლია საქართველოსპირველობის მოგება.
ჟორა
02 ოქტომბერი 2022 18:40
9
რითი სჯობიხარ ჟორდანიას ?))
ჟორას
02 ოქტომბერი 2022 21:48
1

სიახლეები პოპულარული