"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
მაგრა აჭრაჭუნებს.კოდალაა და უკაკუნებს.რა გინდათ.გაუცინე,გაიარე.ეგაა რა
გელა
02 ოქტომბერი 2022 17:23
2
მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ფეხბურთისგან ძალიან შორს დგას და როცა თამაშობდა, მაშინაც შორს იდგა.
ცვეტში
02 ოქტომბერი 2022 18:52
0
ცოტა უხერხულია ასეთი ლაპარაკი ნაპოლიზე.გუნდს აქვს წარსული,აწმყო და მომავალსაც ვხედავთ.ერთ ერთი ძლიერი ევროპული კლუბია ( იტალიური მაინც ) ხვიჩას წარმატება ჩემ წარმატებად მიმაჩნია.სულით და გულით მიყვარს ეს ბიჭი,მაგრამ მომკალით და მაინც უხერხულია რაა...
ჯელა
02 ოქტომბერი 2022 17:19
0
ნაპოლის ფეხბურთელების საერთო ჯამური ფასი ხვიჩას გარეშე არის დაახლოებით $500 მილიონი ანუ 1.5 მილიარდი ლარი. შედარებისათვის საქართველოს დედაქალაქის მთლიანი ბიუჯეტი არის ასევე 1.5 მილიარდი ლარი. ერთი რიგითი "სოფლის გუნდის" ფასი როცა 1.5 მილიონიანი ქალაქის ბიუჯეტის ტოლფასია დასკვნები ყველამ თვითონ გამოიტანოს.
Spaletti
02 ოქტომბერი 2022 16:55
0
ძაანაც ნუ აგვივარდება თავში! ნაპოლი ყოველთვის ნაპოლია!!
???
02 ოქტომბერი 2022 16:52
1
ანგისა, ლობოტკა, კიმი, ოსიმენი... ეს კაცი ნაპოლის თამაშებს Fლეშკორით აფასებს
ß
02 ოქტომბერი 2022 16:45
0
ასეთი შეფასება არაობიექტურიცაა და არაეთიკურიც. ჯერ ერთი, ნაპოლი თუ სოფლის გუნდია ჩვენი გუნდები რაღა გამოდიან? მეორე, ხვიჩას ეფექტი საგრძნობია, მაგრამ ნაპოლი კარგ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ასეთი კომენტარები არავის მატებს სოლიდურობას.
თენგაბი
02 ოქტომბერი 2022 15:30
0
ჯერ ეს ნაპოლი მაგარი გუნდია, კვარა ჯოკერია ნაპოლში, ნაპოლში ტამაშობდა მარადონა და ასეტ სოფლის გუნდებში გვიმრავლოს ქარტველები
kaxa
02 ოქტომბერი 2022 15:22
2
ვერცერთი სოფლის გუნდი ვერ მოუგებს მილანს და ლივერს რამოდენიმე დღის ინტერვალით რაც არ უნდა გვიყვარდეს ხვიჩა სამი მუშკეტერის ცნობილი ფრაზა ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის ეჭვი მაქ არ გაუგია :)
ნოდო
02 ოქტომბერი 2022 15:00
3
თურმე ვინ ტროლავს ნაპოლის ფბ გვერდს...
დდდ
02 ოქტომბერი 2022 14:57
1
ნაპოლიზე დიდი წარმოდგენის ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როდესაც კაცი ასე აზროვნებს და მეტყველებს საერთოდ ფეხბურთში რა ესაქმება ვერ ვხვდები. შენი პრეზიდენტობის დროს იყო ფედერაცია მართლაც, რომ სოფლის კლუბი იყო.
H
02 ოქტომბერი 2022 14:40
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული