"ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტერს წარმოადგენს" - სფფ-ის განცხადება

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.

მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტერს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ
მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომ არ გახმაურებულიყო ეგ ამბავი და ვინმესთვის რამე დაეშავებინათ ეგ ერჩივნა ჩვენს ხალხს, და ახლა ჩხუბობენ რატომ გაახმაურეთ, ვყოფილიყავით ჭურშიო :)
.
03 ოქტომბერი 2022 10:28
0
ძლივს რაღაც წარმატებას მივაღწიეთ და ამოქმედდა ძველი ქართული სენი, რომელიც ყოველი დიდი გამარჯვების მერე იჩენს თავს "უჩემოდ ვინ იმღერაო". იმედია დროულად გაირკვევა ყველაფერი და ნაკრებს ზიანი არ მიადგება, წინ კიდდვ ბევრი გამარჯვებებია.
ელგუჯა
03 ოქტომბერი 2022 10:09
0
შაქარაშვილი მაგისთანა ახვრებმა მოკლეს. უჯიშო მურტალოებით არის გადატენილი საქართველო. წესიერ ნიჭიერი და მართლა ვაჟკაცი ბიჭების შურთ არ ევასებათ ნაგვებს ეტაკებიან ეგრევე
12345
03 ოქტომბერი 2022 02:40
0
ჯერ კიდევ შარშან წინ მაკედონიასთან გავარდნის მერე რამოდენიმე დღიანი აქციები რომ მიიღო ფედერაციამ,უკვე მაშინ გამოჩნდა რა მენტალიტეტის კადრები ტრიალებენ ფედერაციაში,საერთოდ არ მიკვირს,მსგავსი სიტუაცია. რაც შეეხება ვაკოს წასვლა-არ წასვლაზე მგონი ძაან მარტივია. დღესდღეობით ნაკრებს არ აქვს ვაკოსნაერი ფეხბურთელების დაკარგვის ფუფუნება (თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ ზოგჯერ ორ კვირაში ოთხი თამაში გვიწევს ხოლმე) თუმცა ფეხბურთელებმაც,მათ შორის ვაკომაც უნდა ამტკიცონ რომ ღირსნი არიან ნაკრებში თამასში. ამიტომ ვინც წყვიტავს ამას იმის ადგილზე დავისვავდი ვაკოს და წავუყენებდი ულტიმატუმს: გინდა ნაკრები?,(მსოფლიოზე,ევროპაზე თამაში) შეეშვი გადამთიელში სამოყვარულო ლიგებში თამაშს და შენაერი მონაცემების 30 წლის ბიჭმა ნახე სტაბილური საშუალო ევროპის გუნდი.. ფული გირჩევნია? კარგი მაშინ შეგიძლია აღარ იწვალო კორეიდან საქართველოში სირბილზე . დატკბი კორეული ცხოვრებით. ვაკოს პასუხიდან გამომდინარე მარტივი მისაღები იქნებოდა გაწყვეტილება. ვისაც ნაკრებს პირადი კომფორტი ურჩევნია,სულ რომ მესის მონაცემები ქონდეს აზრი არააქვს დროის ხარჯვას.
დავითი
03 ოქტომბერი 2022 01:39
7
ძაან გაგექცათ ქურდული სიმონ ... აბა ბიძია არჩევნებს რომ მაგათით იგებთ ახლა აღარც იბლატაონ ?? მაშინ ნუ აწუხებთ ნურაფერზე მაგ პატიოსან ხალხს ...
iuri
03 ოქტომბერი 2022 01:06
6
90-იანებშია ტიპი ჩარჩენილი. კაცის გამეტება და იარაღის სროლა რომ შეგიძლია, მაგრამ იმის ჭკუა არ გყოფნის, როდის უნდა გაისროლო. თან პრაქტიკულად ყველას რომ ემუქრება ))) საბავშვო ბაღი სუფთა
ტიპი ჩარჩენილია
03 ოქტომბერი 2022 00:26
1

სიახლეები პოპულარული