ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

Sportall.Ge

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინ
და და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

altThe Sun: გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, "ქართველი მარადონა", რომელიც რუსეთიდან "ნაპოლიში" გაქცევის შემდეგ სერია ა-ს გლიჯავს

მკითხველის კომენტარები / 34 /
ქინქლაძის და კვარაცხელიას შედარება არ შეიძლება! ქინქლაძე არის ნიჭის გაფლანგვის, ქართული მენტალიტეტის უარყოფითად წარმოჩენის სიმბოლო! კვარა არის ნიჭის და შრომისმოყვარეობის ერთობლიობის, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო!
ქინქლაძისნაირმა მოთამაშეებმა შექმნეს ჩვენზე ისეთი შავი პიარი, რომ ნიჭიერები ვართ და ზარმაცები, და ამიტომ არის რომ რუსეთის იქით ვერ მიდიოდნენ ჩვენები. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დავუმტკიცოთ ევროპას, ნიჭიერებიც ვართ და შრომისმოყვარეებიც! ნეტა ყველა სფეროში ისე ვიყოთ, როგორი შრომისმოყვარე არის კვარა!
ქუთაისელი
07 ოქტომბერი 2022 15:57
0
ქინქლაძე ახლოს ვერ მივიდოდა კვარასთან. დაბალი დონისაა პრემიერლიგა და მითუმეტეს მაშინდელი სიტი. ისე, ვერც ეხლანდელი გააკეთებს რაიმე ღირებულს, აგერ ნახავთ...
Lasha
06 ოქტომბერი 2022 16:56
72
ქინქლაძე ახლოს ვერ მივიდოდა კვარასთან? :) ქინქლაძეს ბევრად დიდი პოტენციალი და გაქანება ქონდა, მას შეეძლო მარტოს შეეცვალა თამაშის ბედი .....სხვა საქმეა როგორ გამოიყენა თავისი ნიჭი. ხვიჩა რაშიც აღემატება არის თავდადება, შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა,ისევე როგორც სხვათაშორის კალაძე
gogi
06 ოქტომბერი 2022 18:35
4
რა დღეში გაქვს ნერვები? წადი ძმაო, თავს მიხედე და იმკურნალე, თორემ ფეხბურთი უკან დაგრჩება. პრემიერლიგაზე მაღალი დონის რომელი ლიგაა, ან ქინქლაძემ რა დაგიშავა, მაგან თავის თავს დაუშავა, თორემ მასეთი ტექნიკური ფეხბირთელი ჯერ მსოფლიოს არ უნახავს, ბოლოს კვარაზე ამას როგორ ამბობ? მთელი ევროპა კვარაზე ლაპარაკობს, ბიჭი საოცრებებს სჩადის. ან ფეხბურთს აღარ უყურო, ან იმკურნალე ძმა.
ბმბ
06 ოქტომბერი 2022 17:42
4
ყველა გამოხმაურება
ძალიან ცუდი და უსაფუძვლო შედარებაა - კარლსონი ხომ ყოველთვის ბრუნდებოდა....
ვოოტ
06 ოქტომბერი 2022 19:14
5
აუფ,რა უთქვამს ურუსს(?!)
ვერ შორდებით ამ მუდმივ გონებაშეზღუდულ- ,,შარიკოვების,, მოდგმის ხალხს(?!),დღესაც შუა საუკუნეებში რომ ცხოვრობენ-მეზობელი სახელმწიფოების ლიკვიდაციის ,,სტრა-ლი მიზნებით,,(?!)

ინგლისელებს კითხეთ-ინგლისში მოიძიეთ-გ.ქინქლაძის ავტორიტეტის და პატივისცემის შესახებ(?!)...
კახაბერი
06 ოქტომბერი 2022 19:38
19
ქინქლაძისნსირი ფეხბურთელი არავის ეწყინოს მაგრამ საქართველოში ჯერ არ დაბადებულა , ნახეთ მაგის თამაშები და გოლები , უბრალოდ ძალიან ადრეულ ასაკში დაანება თამაშს თავი რაც ძალიან დასანანია ,,კვარაც მაგარია,,
ბადრი
29 ივნისი 2023 11:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული