ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" "ბაზელთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „სლოვანს“ საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 3:3.

სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვაისმა შვეიცარიაში გამარჯვების (2:0) შემდეგ ჩემპიონატზე „ტრენჩინთან“ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და 0:4 დამარცხდნენ, დღეს კი ყველა და მათ შორის, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და სამივე შეუცვლელად ათამაშა.

„სლოვანმა“ ბურთის დაჭერა და უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, სტუმრებმა კი 29-ე წუთზე პენალტით მოახერხეს დაწინაურება. მასპინძლებმა პირველი მომენტი 43-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ კუცკამ გიორგის გადაცემული ბურთი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს და თერთმეტმეტრიანით ანგარიში ვაისმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ბრატისლაველებმა აქტიურად დაიწყეს. ჯერ ჩაკვეტაძის პასით კუცკამ გაიტანა, შემდეგ კი სალვის კარი ჩავრიჩმა დალაშქრა. ამის მერე „სლოვანმა“ უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც - შეცვლაზე შესულმა დიუფმა და ზექირიმ ანგარიში გაათანაბრეს.

„სლოვანი“ H ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 ოქტომბერს „პიუნიკს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „ჟალგირისი“ და „პიუნიკი“ დაუპირისპირდებიან.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 333 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 3:3
გოლები: 0:1 მალესი (29, პენ), 1:1 ვაისი (45+2), 2:1 კუცკა (49), 3:1 ჩავრიჩი (53), 3:2 დიუფი (65)

მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი ჩაკვეტაძისგან... მეტს მოველოდი ამ თამაშში. იმედია, მოუმატებს.
tngh
14:36 14-10-2022
0
მე იმის მეშინია, რომ ჩაკვე ისევ გენტის საკუთრებაა, რაღაც კრიზისია გენტში, როგორც ვიცი და უკან არ წაიყვანოს და ისევ არ აერიოს საქმეები.
რრრ
12:56 14-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული