500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ტრადიციული დღესასწაულის, „შუახევობის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.
დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ვულოცავ შუახევობას ადგილობრივ მოსახლეობას. ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ ადამიანს. ფეხბურთის ფედერაციისთვის ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ მხრივ, აჭარის მთავრობა ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია და არაერთი არაჩვეულებრივი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, თანამედროვე არენაზე ივარჯიშოს".
GFF.GE