მესი ყველაფერს გააკეთებს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ტელეკომპანია "იმედის" სტუმარი იყო და მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა:

"ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში. მაროკოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად თამაშობს. მათი მთავარი მიზანია, გოლი არ გაუშვან, რამდენიმე სახიფათო მომენტს კი აუცილებლად შექმნიან. გამოცდილი და მაღალი დონის ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ...

მესი როგორ მოედანზე, ისე მის გარეთ ყველაფერს გააკეთებს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს - საჩხუბარი იქნება, იჩხუბებს; თუ სალაპარაკო იქნება, ისაუბრებს. ყველაზე მეტი შანსი მაინც არგენტინელებს აქვთ, ბევრი ფავორიტი გავარ
და...

უნდა იცოდე, რა გუნდი გყავს და აქედან გამომდინარე, შედეგს როგორ მიაღწიო. ზუსტად ასეთია ხორვატიის ნაკრები...

VAR-მა ნამდვილად გაამართლა. ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი არაა, ის დიდი ბიზნესია. ასე რომ, შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თუკი მსაჯთა ბრიგადას დახმარება ექნება, ეს ძალიან კარგია. როცა ვიდეოარბიტრები არ გეთანხმებიან და გაქვს საშუალება, საკუთარი თვალითაც გადაამოწმო, რატომ უნდა თქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღე და მას აღარ შეცვლი...

გულშემატკივრებს გული ყველაზე მეტად ბელგიის ნაკრებმა დაწყვიტა. უკანასკნელი 10.წელია გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე, თუმცა სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს...

თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალიზმი დაიკარგა. რატომაა ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა ასე საინტერესო? ისაა ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში მეტოქის მოტყუება შეუძლია. მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ და კილიან მბაპეს გარდა, ამის დეფიციტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვიჩა დღეს ერთ-ერთი გამორჩეულია.

საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა და უფრო მეტს ვიმსახურებთ. ჩვენებურ კლუბებს უკეთესი დაკომპლექტება სჭირდებათ, რათა ევროტურნირებზე წარმატებას მიაღწიონ...

კვიპროსის ნაკრებს საკუთარ მოედანზე ყველასთან შეუძლია თამაში. თუკი ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ..."

შეგახსენებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები ერთ ჯგუფში ითამაშებენ.

altქეცბაიას კვიპროსმა გასვლაზე ისრაელი სუპერდრამატულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

alt"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

altსანიოლი და ქეცბაია წილისყრის წინ - კვიპროსს დავუპირისპირდებით...

მკითხველის კომენტარები / 18 /
შენისთანა სულის და გულის ფეხბურთელი გვინდა კიდე, ხუთი-ექვსი და მსოფლიოსაც გავაოცებთ.
მალხაზ ჯობავა
16:49 12-12-2022
0
წარმატებები ქეც წარმატებები მაგარო
o o n
16:40 12-12-2022
0

სიახლეები პოპულარული