სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული "დინამო თბილისის" ასაკობრივი გუნდი გახდა.
"დინამო თბილისის" 15-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი "დინამო თბილისის" აკადემიაში, "საბურთალოსთან: მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ გადაეცათ.
"დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდმა გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილზე სფფ-ის ლაგოდეხის აკადემიის გუნდი გავიდა, ხოლო 2022 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი "საბურთალო" გახდა.

GFF.GE