"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - Footballparadise ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს

AutoSharing Option
უცხოური გამოცემა Footballparadise.com-ის ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ქართული ფეხბურთი საფეხბურთო რუკაზე ყველაზე ცნობილი ადგილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა საფეხბურთო სამყარო გაანათა. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ტალანტებს ჩუქნის საქართველო ევროპას.

საქართველოს ჩემპიონატის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა ასპარეზობა სწორედ მშობლიურ ლიგაში დაიწყეს. ქვეყნის დედაქალაქის კლუბი, თბილისის "დინამო", საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგეს. "დინამო"
ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროპული თასი მოიპოვა.

Sportall.Ge

მიუხედავად წარმატებული წარსულისა, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. ნაკრების მთავარ მიზანს პერსპექტიულ მოთამაშეთა ბირთვის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც წარმატების მიღწევას შეძლებს.

2020 წელს მათ სულ ცოტა დააკლდათ, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სამწუხარო მარცხი განიცადა. შიდა დონეზე ეროვნული ლიგა სრულად შეიცვალა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა, რაც საფეხბურთო თვალსაზრისით გუნდებს უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს, თუმცა ხარისხის ნაკლებობა მაინც შესამჩნევია. ფინანსური შესაძლებლობების არქონამ, პანდემიამ, ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა პრობლემად აქცია.

საქართველო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოა, თბილისის "დინამოს" აკადემიაში არაერთი ტალანტი იბადება. ყველაზე ახლო წარსულიდან შეგვიძლია ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა გამოვარჩიოთ; "საბურთალოს" აღზრდილი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ახლახან "შახტარს" შეუერთდა. ქართველებს აქვთ იმედი, რომ ახალი ხვიჩა კვარაცხელია მალე გამოჩნდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ნაკრები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში წარმატებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელმა გაბრწყინებამ ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი და პრიორიტეტი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობაა.

საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიას ნამდვილად არ მიეკუთვნება და ჯერ კიდევ განვითარებადი სახელმწიფოს სტატუსს ატარებს. რა თქმა უნდა, მათი მომავალი პერსპექტიულად გამოიყურება, მაგრამ თუ სიტყვის შესრულებას და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას აპირებენ, ამისთვის დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ." - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნიკოლოზ მჟავანაძე-ს! მერამდენედ წერ ამ სისულელეებს?????? დაგავალა ვინმემ? რა შუაშია ეგ ჩამოთვლილი ხალხი აქ?
დავით 67
02:50 13-12-2022
3
პაატა რა არ მოგეწონა?! შენ ალბათ ნაციონალი ხარ,ბაბუცა პატარაიას და ნინო ლომჯარიას აზრები მოგწონს ალბათ, გრცხვენოდეს ქართველი თუ ხარ!!!
ნიკოლოზ მჟავანაძე
22:15 12-12-2022
22

სიახლეები პოპულარული