"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - Footballparadise ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს

AutoSharing Option
უცხოური გამოცემა Footballparadise.com-ის ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ქართული ფეხბურთი საფეხბურთო რუკაზე ყველაზე ცნობილი ადგილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა საფეხბურთო სამყარო გაანათა. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ტალანტებს ჩუქნის საქართველო ევროპას.

საქართველოს ჩემპიონატის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა ასპარეზობა სწორედ მშობლიურ ლიგაში დაიწყეს. ქვეყნის დედაქალაქის კლუბი, თბილისის "დინამო", საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგეს. "დინამო"
ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროპული თასი მოიპოვა.

Sportall.Ge

მიუხედავად წარმატებული წარსულისა, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. ნაკრების მთავარ მიზანს პერსპექტიულ მოთამაშეთა ბირთვის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც წარმატების მიღწევას შეძლებს.

2020 წელს მათ სულ ცოტა დააკლდათ, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სამწუხარო მარცხი განიცადა. შიდა დონეზე ეროვნული ლიგა სრულად შეიცვალა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა, რაც საფეხბურთო თვალსაზრისით გუნდებს უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს, თუმცა ხარისხის ნაკლებობა მაინც შესამჩნევია. ფინანსური შესაძლებლობების არქონამ, პანდემიამ, ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა პრობლემად აქცია.

საქართველო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოა, თბილისის "დინამოს" აკადემიაში არაერთი ტალანტი იბადება. ყველაზე ახლო წარსულიდან შეგვიძლია ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა გამოვარჩიოთ; "საბურთალოს" აღზრდილი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ახლახან "შახტარს" შეუერთდა. ქართველებს აქვთ იმედი, რომ ახალი ხვიჩა კვარაცხელია მალე გამოჩნდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ნაკრები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში წარმატებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელმა გაბრწყინებამ ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი და პრიორიტეტი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობაა.

საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიას ნამდვილად არ მიეკუთვნება და ჯერ კიდევ განვითარებადი სახელმწიფოს სტატუსს ატარებს. რა თქმა უნდა, მათი მომავალი პერსპექტიულად გამოიყურება, მაგრამ თუ სიტყვის შესრულებას და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას აპირებენ, ამისთვის დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ." - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნიკოლოზ მჟავანაძე-ს! მერამდენედ წერ ამ სისულელეებს?????? დაგავალა ვინმემ? რა შუაშია ეგ ჩამოთვლილი ხალხი აქ?
დავით 67
13 დეკემბერი 2022 02:50
3
სახელს და გვარს რომ უთითებს, არ ეტყობა ტიპს, რომ პატაკს აბარებს? რა გულისამრევია ეს ყველაფერი.
13 დეკემბერი 2022 10:55
0
პაატა რა არ მოგეწონა?! შენ ალბათ ნაციონალი ხარ,ბაბუცა პატარაიას და ნინო ლომჯარიას აზრები მოგწონს ალბათ, გრცხვენოდეს ქართველი თუ ხარ!!!
ნიკოლოზ მჟავანაძე
12 დეკემბერი 2022 22:15
22
იმ მჟავანაძის რა ხარ?
ვასილი
13 დეკემბერი 2022 10:06
1
სფფ-ს მინდა ვთხოვო რომ ყურადღება მიაქციოს ისრაელში დაბადებულ და გაზრდილ ბიჭს გიორგი კუპრავას, რომელიც 16 წლისაა და უკვე მიიწვიეს ისრაელის ასაკობრივ ნაკრებში.
პატრიოტი
12 დეკემბერი 2022 19:20
1
ეს ყველაფერი ბატონი ბიძინას, ჩვენი მთავრობის და პირადად ჩვენი საამაყო და სასიქადულო პრემიერის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა!!!!
ნიკოლოზ მჟავანაძე
12 დეკემბერი 2022 18:33
41
კი და ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე და მისი შვილი გამოგრჩა. გადამწყვეტ თამაშზე სტადიონი რო დაკეტეს და ცარიელ ტრიბუნებზე ჩაატარეს ევროპაზე გასასვლელი თამაში და რჩეულნი ამა ქვეყბისანი რო ესწრებოდნენ მარტო.
მე
13 დეკემბერი 2022 10:07
2
ედუარდ შევარდნაძე დაგავიწყდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში არიან დაბადებულები!
პაატა
12 დეკემბერი 2022 20:59
2
საქართველო მსოფლიოს 2026 წლის მუნდიალზე მეორე მაროკოდ უნდა იქცეს.
ჟორა გაბრიჭიძე
12 დეკემბერი 2022 16:41
1
დღეს ბევრი ნაკრები ინატრებდა ჩვენი ვეტერანების მსგავს ფეხბურთელებს... არც დღევანდელ თაობაზე იტყოდნენ უარს!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
12 დეკემბერი 2022 16:15
0
საქართველო აუცილებლად გაიბრწყინებს მსოფლიო ფეხბურთის რუკაზე ამ უნიჭიერესი ჯიგრიანი ფეხბურთელებით! 1981 წლის შემდეგ ასეთი ფეხბურთელები ჯერ არ გვყოლია ! გენაცვალეთ ქართველებო! წინ დიდი გამარჯვებებისკენ! დროა იზეიმოს ქართულმა ნიჭმა და გენმა!
ერი
12 დეკემბერი 2022 15:52
1
საქმეა გასაკეთებელი, ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე, აი ისეთი საქმე, როგორსაც მაროკოს ნაკრები აკეთებს!
სააკაძე
12 დეკემბერი 2022 14:04
1
ძალიან მაღლა ღრუბლებში ხომ არ დავფრინავთ-არ ჩამოვვარდეთ.
გიო
12 დეკემბერი 2022 12:58
43
თუ განათლებულ მწვრთნელებს მოიწვევენ და თავიანთ საძმაკაცოს მხოლოდ ასისტენტებად დაუყენებენ როგორც სანიოლთან არის ძალიან მაგარ შედეგს დადებენ
გიოს
12 დეკემბერი 2022 18:50
1
Evropis chempionatze moxvedra shesadzlebelia
dato
12 დეკემბერი 2022 15:27
1
კვარაცხელიას აღმზრდელი ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს წარმატებას მომავალ ჩემპიონატში
1.2.3.4.5.6.
12 დეკემბერი 2022 12:52
0

სიახლეები პოპულარული