"საბურთალო" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
გივი ჩოხელის სახელობის საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული "საბურთალო" გახდა.

ბოლო ტურის შეხვედრაში "საბურთალომ" უშუალო კონკურენტი "დინამო თბილისი" 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. მესამე ადგილზე თბილისის "ლოკომოტივი" გავიდა.

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათგან არცერთი არ ყოფილა ნაკრებში დაძახებული, სამაგიეროდ წაგებული დინამოს მთელმა შემადგენლობამ "გვასახელა" ნაკრებში.. ფედერაცია, გაახილე თვალები!!!!
0

სიახლეები პოპულარული