ჩემპიონი ბოლო ტურში, პარალელურად მიმდინარე ორი შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. "დინამო თბილისის" მეორე გუნდმა "საბურთალო 2" 2:0 დაამარცხა, ხოლო "დინამო თბილისის" პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "საბურთალოს" პირველ გუნდს 3:1 სძლია. შედეგად, პირველ ადგილზე "დინამო თბილისი 2" გავიდა, მეორე ადგილი "საბურთალოს" ერგო, ხოლო "დინამო თბილისის" პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადასცა.
GFF.GE