წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე...

AutoSharing Option
2022 წელი სრულდება. შეუძლებელია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური ხდებოდეს, ბევრია ტკივილი და იმედგაცრუებაც, თუმცა მადლიერების გრძნობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენი პროფილი სპორტულია. აქაც ჩვენს პატარა ქვეყანას ბევრი წარმატებაც პქონდა და მარცხიც.

Sportall.Ge

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასა და უელსთან გამარჯვება მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია; ოლიმპიური წელი არ ყოფილა, თუმცა საჭიდაო სახეობებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც იყო და მაინც მოულოდნელი წაგებებიც; გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე; ევრობასკეტის მასპინძლობა კარგი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯგუფის დაძლევა ვერ მოვახერხეთ; საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა
ლიგა" (ჯგუფური ეტაპი) მოიგო, რამდენიმე ლეგიონერი კი პროგრესითა და წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა არავინ დაგვამუნათებს იმის გამო, თუკი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვით - ის ამას იმასახურებს! ზოგიერთ მიღწევას მაინც შეჩვეული ვართ, რაღაც კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხდება...

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილმა ჩვენი ლეგიონერები სხვა სიმაღლეზე დააბრუნა, თუმცა ის, რაც კვარაცხელიამ შეძლო, განსაკუთრებული მასშტაბისაა - გადასვლა სკუდეტოს მაძიებელ ერთ-ერთ მთავარ გუნდში, მაშინვე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ქცევა, არა მარტო ევროპული, არამედ შეერთებული შტატების მედიისა და გულშემატკივრების გაოცება - მოთამაშე, რომელსაც დრიბლინგი საოცარი სილამაზითა და მოხდენილობით გამოსდის. "კვარადონა", როგორაც მას შეარქვეს, შედეგიანია, გოლის გატანა იცის და არც მნიშვნელოვანი პასების გაკეთება ეშლება, მკვეთრად ინდივიდუალისტური უნარები აქვს, ამავდროულად, გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. კარი არ დაულაშქრავს, თუმცა მისი შეჩერება ისეთ კლუბს გაუჭირდა, როგორიც "ლივერპულია". ხვიჩას ვერაფერი მოუხერხეს "მილანის", "რომასა" თუ "ლაციოს" მცველებმა. ამავდროულად, "კვარა" საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია, წარმატების მთავარი ფაქტორი და ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება და თავმდაბლობასაც არ კარგავს...

Sportall.Ge

ერთგვარი სადღეგრძელოც კი გამოგვივიდა, თუმცა წლის ბოლოს უხდება. მადლობა, ხვიჩა, რომ ჩვენი სიტყვა თუ საფეხბურთო უნარები დიდ არენაზე გამოამზეურე! ბევრის დაწერა და თქმა არ გვჭირდება, არც კვარაცხელიაა ის, ვინც დითირამბებს ითხოვს. ის მუდმივად განვითარებასა და კიდევ უფრო კარგ მომავალზეა ორიენტირებული.

უკეთესი ხვალინდელი დღე აქაა. თითოეულ ბავშვს შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი გამოიყენოს და დიდ სპორტში თავისი ადგილის დამკვიდრებაზე თამამად იფიქროს...

მომავალ, 2023 წელს გამარჯვების კვარცხლბეკზე კიდევ უფრო მეტ ქართველს ველით!

alt"ქართველი ტალანტების" აღარ გვეშინია - დავითმა, ხვიჩამ და რატიმ პრობლემური ადგილები აღმოფხვრეს

altრა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩას მომენტები Villarreal-ის წინააღმდეგ
https://www.youtube.com/watch?v=qa4fQrg_fPo
ქ. გ.
16:09 23-12-2022
0
იმედია ხვიჩას ეს მცირეოდები ჩავარდნა დეკემბერშივე დარჩება და იანვრიდან ყველაფერი რიგზე იქნება.
რრრ
12:02 23-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული